სამხრეთავსტრალიური მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთავსტრალიური მუზეუმი
ინგლ. South Australian Museum
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ოფიციალური საიტი https://www.samuseum.sa.gov.au/ და http://www.samuseum.sa.gov.au/[1]

სამხრეთავსტრალიური მუზეუმი ― ბუნების ისტორიის მუზეუმი და კვლევითი ინსტიტუტი ადელაიდაში, სამხრეთ ავსტრალიაში. დაარსდა 1856 წელს და სამხრეთ ავსტრალიის მთავრობის მიერ იმართება. მუზეუმი ადელაიდას პარკების კულტურული უბნის ჩრდილოეთ ტერასაზე შენობების კომპლექსს მოიცავს. სამომავლოდ, მუზეუმში დაცული ავსტრალიური აბორიგენული კულტურული კოლექციის (უდიდესი მსოფლიოში) ნიმუშების ახალ აბორიგენული ხელოვნებისა და კულტურის ეროვნულ გალერეაში გადატანა იგეგმება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგელა და ჰუსეინ ვალამანეშების მიერ შექმნილი 14 ნაწილი', რომელიც იქთიოზავრის ხერხემლის შესაბამისადაა შექმნილი.[2]
მორტლოკის ბიბლიოთეკა, რომელიც სამხრეთავსტრალიური მუზეუმის ეზოს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს

XIX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთავსტრალიური ინსტიტუტი, რომლის შემადგენლობაში საჯარო ბიბლიოთეკა და მუზეუმიც შედიოდა, 1861 წელს დაარსდა.[3] თავდაპირველად ბიბლიოთეკისა და მექანიკის ინსტიტუტის ნაქირავებ შენობაში, მეფე უილიამის ქუჩაზე მდებარეობდა, სანამ ჩრდილოეთ ტერასისა და კინთოურის გამზირის კუთხეში ინსტიტუტის შენობის მშენებლობა დასრულდებოდა.

1856 წლის ივნისში სამხრეთ ავსტრალიის საკანონმდებლო საბჭომ მიიღო სამხრეთავსტრალიური ინსტიტუტის კანონი (კანონი სამხრეთავსტრალიური ინსტიტუტის დაარსებისა და დაქვემდებარების შესახებ),[4][5] რომლის მიხედვითაც ინსტიტუტი გუბერნატორთა საბჭოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.[6]

1859 წლის ივნისში სამხრეთავსტრალიური მუზეუმის კურატორობა ფრედერიკ ჯორჯ უოთერჰაუსს შესთავაზეს. ინსტიტუტის შენობის დასრულების შემდეგ, საბჭომ იგი პირველ კურატორად დანიშნა. უოთერჰაუსს ეს პოსტი 1882 წლის თებერვლამდე ეკავა. იგი უილიამ ჰაკიმ ჩაანაცვლა, რომელმაც სამხრეთავსტრალიური ინსტიტუტისთვის მუზეუმის წოდების იდეა წამოაყენა, თუმცა მაშინ ეს იდეა არ მიუღიათ.[6]კურატორის პოზიცია დირექტორით შეიცვალა და ჰაკიც პირველ დირექტორად დაინიშნა, თუმცა ეს პოზიცია მხოლოდ 1884 წლის ოქტომბრამდე ეკავა, რის შემდეგაც მუზეუმის მენეჯმენტთან დაკავშირებით დისპუტების სერია დაიწყო.[7]

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წლის მუზეუმების შესახებ კანონით, სამხრეთავსტრალიურ მუზეუმს სამხრეთ ავსტრალიის სამხატვრო გალერეისა და სამხრეთ ავსტრალიის სახელმწიფო ბიბლიოთეკისგან დამოუკიდებლობა მიენიჭა. სამხრეთავსტრალიურ ინსტიტუტს ოფიციალურად ეწოდა სამხრეთავსტრალიური მუზეუმი. 1976 წელს მიიღეს კანონი სამხრეთავსტრალიური მუზეუმის შესახებ.[8] This legislation was superseded by the South Australian Museum Act (1976).[9] მუზეუმი Arts South Australia-ის შემადგენლობაში შედის.

1997 წელს ხელოვნების მინისტრ დაიანა ლეიდლოუს მხარდაჭერით, სამხრეთავსტრაიური მუზეუმი ავსტრალიური აბორიგენული კულტურის გალერეის პირველი სართულის განვითარებისთვის დააფინანსეს.[10]

XXI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002-2011 წლებში პრემიერმა და ხელოვნების მინისტრმა, მაიკ რანმა მუზეუმი წყნარი ოკეანის კულტურების გალერეის ხელახლა და სამხრეთავსტრალიური ბიომრავალფეროვნების გალერეის განვითარებისთვის დააფინანსა.[11] 2011 წელს პრემიერმა ადელაიდას ყოფილი მერი და განათლების მინისტრი, ჯეიმ ლომაქს-სმითი, მუზეუმის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. 2020 წლის ნოემბერსი მუზეუმის საბჭოს თავმჯდომარედ კიმ ჩითერი დაინიშნა.[12]

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთავსტრალიური მუზეუმი

სამხრეთავსტრალიურ მუზეუმში ოთხ მილიონ ეგზემპლარზე მეტია დაცული. მუდმივი გალერეებია: ძველი ეგვიპტე, ავსტრალიური აბორიგენული კულტურები, ავსტრალური პოლარული კოლექცია, ედიაკარი, მეგაფაუნა, მინერალები და მეტეორიტები, ოპალის ნამარხი ნაშთები, წყნარი ოკეანის ნაშთები, სამხრეთავსტრალიური ბიომრავალფეროვნება, ვეშაპები და დელფინები და მსოფლიოს ძუძუმწოვრები.[13]

ადგილობრივი არტეფაქტების კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში ავსტრალიური აბორიგენული კულტურების მნიშვნელოვანი კოლექციაა დაცული, რომელიც 30 000-მდე ექსპონატს მოიცავს. ეს კოლექცია, რამდენიმე სხვა კოლექციასთან ერთად, გაციფრულებულია.

2016 წელს კერძო ბენეფიციარმა, მარგარეტ დეივიმ, მუზეუმში ახალი პოზიცია, ადგილობრივი კურატორის პოზიცია ხუთი წლით დააფინანსა. პოზიციას უილიამ და მარგარეტ გირის სახელობის აბორიგენული და ტორესის სრუტის კუნძულების მკვიდრთა ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის კურატორი ეწოდება. პირველ კურატორად გლენ ისეგენ-პილკინგტონი დაინიშნა.[14] მუზეუმის ისტორიაში პირველად, კურატორად აბორიგენი დაინიშნა.[15]

სამხრეთავსტრალიურ მუზეუმში დაცულია არუნდას ტომელი ხელოვანისა და ანთროპოლოგიური ლინგვისტის, ჯიმ კიტის (ერლიკილიიკა) ჩუქურთმების უდიდესი კოლექცია. კოლექციაში შედის ადგილობრივი ხეების ფანქრით შესრულებული 24 ჩანახატიც, რომელიც სპენსერისა და გილენის ექსპედიციის დროსაა შესრულებული და სანამ მუზეუმი შეიძენდა, ჰერბერტ ბეისდოუს მფლობელობაში იყო, კიმ კიტის ფოტოები და სხვა მასალები.[16]

მთავარი გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად მუზეუმში უოთერჰაუსის ხელოვნების პრემიის გამოფენა ეწყობა. უოთერჰაუსის ბუნებისმეტყველების ხელოვნების პრემია ყველაზე მდიდრული პრემიაა ავსტრალიის ბუნებისმეტყველების სფეროში. მას სახელი სამხრეთავსტრალიური მუზეუმის პირველი კურატორის საპატივცემულოდ ეწოდა.[17][18][19] მუზეუმში პრემიისთვის წარდგენილ ნიმუშთა გამოფენა იმართება. [20]

ანტარქტიდის გადაკვეთა: ავსტრალიური გამოცდილება (2013 წლის დეკემბერი - 2014 წლის მარტი): გამოფენაზე ანტარქტიდასთან ავსტრალიელთა ურთიერთობების აღმნიშვნელი სამეცნიერო, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის არტეფაქტები გამოიფინა.[21]

შიმერი (2015 წლის ოქტომბერ-ნოემბერი): სამხრეთავსტრალიური მუზეუმის, JamFactory-ისა და Tarnanthi-ის კოლაბორაციული გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად იმართება სამხრეთ ავსტრალიის ეროვნული გალერეის მიერ და ადგილობრივთა ხელოვნებასა და კულტურას ეძღვნება.[22]

ნგურა: სახლი ნგაანიატიარას მიწებზე (2017 წლის ოქტომბერი - 2018 წლის იანვარი): Ngurra კომლექსური სიტყვაა და სახლს, ქვეყანას, ბანაკს, დაბადების ადგილსა და მიკუთვნებულობას აღნიშნავს. გამოფენა დასავლეთ ავსტრალიის მცხოვრებ ნგაანიატიარას ხალხის ცხოვრებისა და ხელოვნების ყველა ასპექტის შემოქმედებითობას ეძღვნებოდა. გამოფენის კურატორი გლენ ისეგერ-პილკინგტონი იყო.[23]

თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთავსტრალიური მუზეუმი თანამშრომლობს ადელაიდას უნივერსიტეტთან, სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტთან, ფლინდერსის უნივერსიტეტთან, სამხრეთ ავსტრალიის ბოტანიკურ ბაღებთან, თანამეგობრობის სამეცნიერო და სამრეწველო კვლევით ორგანიზაციასთან და სამხრეთავსტრალიური კვლევისა და განვითარების ინსტიტუტთან.[24] მუზეუმის პარტნიორებს შორისაა: ადელაიდას ფესტივალი, ადელაიდას კინოფესტივალი, Australian Geographic და სხვ.[24][25]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://about.biodiversitylibrary.org/about/bhl-consortium/
  2. Jude Elton, HistorySA: Adelaidia > Things > 14 Pieces Accessed 19 March 2014.
  3. „South Australian Institute“. Trove. South Australian Advertiser. 27 October 1863. p. 4. ციტირების თარიღი: 18 May 2019.
  4. SA Institute Act (No 16 of 19 Vic, 1855-6). ციტირების თარიღი: 4 July 2020
  5. „The South Australian Institute“. South Australian Register. XX (3074). South Australia. 11 August 1856. p. 2. ციტირების თარიღი: 4 July 2020 – წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ.
  6. 6.0 6.1 History of the State Library of South Australia: Board members & legislation. ციტირების თარიღი: 31 July 2019
  7. „The Museum Officials“. South Australian Register. XLIX (11, 835). South Australia. 18 October 1884. p. 4. ციტირების თარიღი: 19 May 2019 – წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ.
  8. National Gallery of South Australia (Record ID 36484115). ციტირების თარიღი: 30 July 2019
  9. Museum Act 1976. Government of South Australia. Attorney-General's Dept. ციტირების თარიღი: 31 July 2019
  10. Edblog. Artrave. ციტირების თარიღი: 3 August 2019
  11. Annual Report of the South Australian Museum Board, 2008-2009 Accessed 10 September 2014.
  12. Distinguished leader takes seat as new Chair of the South Australian Museum Board SA Museum. Retrieved 13 November 2020.
  13. Museum galleries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 24 April 2019
  14. Gage, Nichola (3 September 2016). „First Aboriginal curator appointed to South Australian Museum, with benefactor's support“. Australian Broadcasting Corporation News. ციტირების თარიღი: 26 April 2019.
  15. Daly, Paul (3 September 2016). „An Indigenous curator for Indigenous artefacts: South Australia breaks new ground“. The Guardian. ციტირების თარიღი: 26 April 2019.
  16. Series AA 108/01: Series of drawings of trees (with native names) by "Jimmy" a native of Alice Springs, C. A.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მარტი 2020. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2021.
  17. Annual Report of the South Australian Museum Board, 2003-2004 Accessed 10 August 2011.
  18. The Waterhouse Natural History Art Prize Accessed 10 August 2011. დაარქივებული 18 February 2011 საიტზე Wayback Machine.
  19. Waterhouse natural science art prize 2016. South Australian Museum. ციტირების თარიღი: 7 July 2017
  20. Exhibitions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2021.
  21. Traversing Antarctica: the Australian Experience. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2021.
  22. Shimmer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2021.
  23. NGURRA: Home in the Ngaanyatjarra Lands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2021.
  24. 24.0 24.1 „Annual report of the South Australian museum board 2013-2014“ (PDF). Board of the South Australian Museum Annual Report. Adelaide, South Australia: South Australian Museum: 6. 2014. ISSN 0814-2262.
  25. Palaentology Week at the SA Museum (2010-03-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-05. ციტირების თარიღი: 2021-09-09.