უღელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამხრე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უღელი (მრავალმნიშვნელოვანი).
უღელი

„უღელი“ — გამწევი ძალის შესაბმელი იარაღი — ხის ძელი. დანიშნულების შესაბამისად იყო მრგვალი და დაკუთხული უღლები. იყენებდნენ უმთავრესად 2 ხარის ან 2 კამეჩის შესაბმელად. ამისათვის უღელს უკეთებდნენ საქედურებსა და სატაბიკე ნაჩვრეტებს. მასალად არჩევდნენ ძარღვიან ხეს (იფანი, თელა, ვაშლი). ჯერ ფორმას მისცემდნენ, გაკოპიტების შემდეგ ბოლში გამოჰყავდათ, მერე თლიდნენ და ხვეწავდნენ. უღლები განსხვავდებოდა სიდიდითა და ფოტმით. გუთნეულში სახმარი უღელი 3 ტიპისა იყო. საქართველოში იხმარებოდა აგრეთვე ცალი ხარის ან ცალი კამეჩის შესაბმელი უღელი, რომელსაც „მარტუღელა“ ან „ცალუღელა“ ერქვა. უღელი მიწის საზომ ერთეულადაც იხმარებოდა და ერთ დღიურ მიწას გულიუსხმობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩიტაია გ., ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1948 წლისა, «მიმომხილველი», 1949, ტ. 1;
  • ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960;
  • მისივე, მიწათმოქმედება ფშავ-ხევსურეთში, თბ., 1963