სამწევრისის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამწევრისის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისის სამხრეთით 1 კილომეტრზე, მთის კალთაზე. მიეკუთვნება განვითარებულ და გვიანდელ ფეოდალურ ხანას. იპოვება ცისფრად მოჭიქული, წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები; დიდი ზომის ქვევრის ნამტვრევები; წყალსადენის თიხის მილები და სხვა. აქვე შეინიშნება რიყის ქვით ნაგები შენობის საძირკვლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]