სამშობლო (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

„სამშობლო“ — ქართული გაზეთი, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების გამოცემა. გამოდიოდა 1956-იდან თბილისში, თვეში 2-ჯერ, თავდაპირველად „სამშობლოში დაბრუნებისათვის“ ერქვა, შემდეგ — „სამშობლოს ხმა“, 1971 წლიდან —„სამშობლო“ გაზეთის საპატიო დანიშნულება იყო სამშობლოს მოწყვეტილ თანამემამულეებისთვის შეუნარჩუნებინა და გაეღვიძებინა სამშობლოსადმი პატივისცემა, დედაენისადმი სიყვარული, გაეცნო მისი წარსული, აწმყო, მომავალი.

„სამშობლო“ აშუქებდა საქართველოს ისტორიის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის განვითარების საკითხებს. ბეჭდავდა ქართული ლიტერატურის, ხელოვნების, მუსიკალურ ნიმუშებს, ფოტომასალას, თანამშრომლობდნენ რესპუბლიკის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, კომპოზიტორები, ჟურნალისტები და სხვები, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები. გამოსცემდა სარედაქციო კოლეგია. რედაქტორები: 1956 წლიდან ვ. ესვანჯია, 1972-იდან — გ. კარბელაშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]