სამშობლოსათვის მარადისობაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დაღუპული ქართველი გმირების დედები.

სამშობლოსათვის მარადისობაში — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ეროვნული არქივის ერთობლივი გამოფენა, მიძღვნილი აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა ხსოვნისადმი.[1] ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია.[1] საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ფოტოგამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივისა და საინფორმაციო განყოფილებების ორგანიზებით მოეწყო.[1] გიორგი ბარამიას განცხადებით,

ვიკიციტატა
„ღონისძიების მთავარი თემა, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრების დოკუმენტური ფონდის დაფუძნებაა. ფონდის შექმნას მიეძღვნა დღევანდელი დღე , სადაც უკვე 200–ზე მეტი საქმეა შესული. ამ არქივის დაკომპლექტება დღესაც გრძელდება“

გამოფენაზე მეომართა საქმეებისა და ფოტოების გარდა წარმოდგენილიყო ფოტოხელოვან იური მეჩითოვის მიერ გადაღებული სოხუმის ფოტოები, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, ვახტანგ თედიაშვილის ფერწერული ნამუშევრები.[1] გამოფენაზე ასევე წარმოგენილი იყო ომში დაღუპული მეომართა სიები.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 03/12/2010 აფხაზეთის მთავრობა - აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ფოტოგამოფენა - "სამშობლოსათვის მარადისობაში" გახსნა]