სამშვიდობო ატომი (ძეგლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამშვიდობო ატომი
Мирный атом
კოორდინატები 47°30′23″N 42°15′33″E / 47.5065° ჩ. გ. 42.2593° ა. გ. / 47.5065; 42.2593
მდებარეობა ვოლგოდონსკი, რუსეთი
მოქანდაკე ი. ალექსანდროვი
მასალა უჟანგავი რკინა, ლატუნი
თარიღდება 1981

სამშვიდობო ატომი (რუს. Мирный атом) — მონუმენტი, რომელიც აღმართულია ვოლგოდონსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სიმბოლურად დაკავშირებულია ატომური მანქანათმშენებლობისა და ენერგეტიკის განვითარებასთან ქალაქში. წარმოადგენს ვოლგოდონსკის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს. მოქანდაკე იური ვლადიმერის ძე ალექსანდროვის ნამუშევარი თავდაპირველად დადგეს აეროპორტ ვოლგოდონსკის წინ მდებარე მოედანზე ციმლიანსკში 1981 წელს[1]. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ძეგლი გადაიტანეს, რადგან როსტოვის ოლქის საოლქო აღმასკომის თავჯდომარის მ. ივანიცკის განცხადებით, როდესაც იგი მგზავრობდა, მან დაინახა, რომ ძეგლი არის საკმაოდ დიდი ზომის სადგურის მიმდებარე მოედნისა და აეროპორტის მიმართ. მისთვის ახალი ადგილი გამოძებნეს კურჩატოვისა და მშენებელთა ქუჩების გადაკვეთზე, სადაც დგას დღევანდელ დღემდე[2].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლის ძირითადი კონსტრუქცია არის ელექტრონული ატომის სტილიზებული ორბიტა, რომლის შუაშიც აღმოცენებულია ვაზი, რომელსაც მტევნები ასხია. ყურძნის მტევნები სიმბოლურად დაკავშირებულია ციმლიანსკთან, რომელიც ამ მხარეში თავისი ღვინის წარმოებით ცნობილი ქალაქია. ქალაქი ცნობილია თავისი ვაზის ჯიშებით და ღვინით, რომელსაც არაერთხელ აუღია პრიზები სხვადასხვა გამოფენებზე. ძეგლის კვარცხლბეკს ოთკუთხედის ფორმის დამრეცი კედლები აქვს. თავდაპირველ პროექტში კვარხცხლბეკის ფორმა სანავიგაციო კოშკურის ფორმისა უნდა ყოფილიყო. არქიტექტორ ი. ალექსანდროვის მიერ წარმოდგენლი არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზი დაამტკიცა შემოქმედებითმა ჯგუფმა.

ძეგლის დეტალები - კარკასი, მოპირკეთება უჟანგავი რკინითა და ლატუნის დეტალებით (ურძნის მტევნები და ტოტები), მოხდა ქარხანა ვოლგოდნსკის ქალაქ „ატომმაშში“[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Памятник «Мирный атом». Rutraveller. ციტირების თარიღი: 2017-01-15.
  2. 2.0 2.1 Почему «Мирный атом» переехал из Цимлянска в Волгодонск. Блокнот. ციტირების თარიღი: 2017-01-15.