სამყვირალო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკლესია ნასოფლარზე

სამყვირალო — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. შიდა ქართლის ვაკეზე, სოფელ ტკოცის დასავლეთით.

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები არ იცნობენ. მას არც ქართულ ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის ძეგლებში ვხვდებით. 1914 წლის ივლისისთვის აქ ცხოვრობდა 97 კაცი.

სამყვირალოზე მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ფეოდალური ხანით თარიღდება. მის ირგვლივ შეიმჩნევა ნაგებობათა ნაშთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 22, 3 ივნისი, 2019, გვ., 4