სამუხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამუხაქალაქი ხეთების სამეფოს ადმინისტრაციულ პერიფერიაში. ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. ხეთური წყაროებით, მდებარეობდა „ზემო ქვეყნის“ მეზობლად, ზემო ჰალისისა და ზემო ევფრატის შუამდინარეთში (მალათიასთან). მოხსენიებულია ჯერ კიდევ კაპადოკიურ ლურსმულ ფირფიტებში (ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისი), რომელთა მიხედვით, სამუხაში ფუნქციონირებდა სასახლე და არსებობდა ასურელთა სავაჭრო ფაქტორია „ვაბრთუმი“. ხეთურ ხანაში ხურიტების მძლავრ გავლენას განიცდიდა (როგორც ჩანს ხურიტებთან ტერიტორიული სიახლოვის გამო). სამუხაში თაყვანს სცემდნენ ხურიტულ ღვთაებას — ხეფათს და მის მეუღლეს — თეშუფს, ისევე, როგორც იშთარს (ხურიტულ წარმოშობის შაუშქას), რომლის ტაძარი განთავისუფლებული იყო ხეთების სახელმწიფო ვალდებულებათა შესრულებისგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]