სამურის ოკრუგი

სამურის ოკრუგი (რუს. Самурский округ; 1839-1928) — ადმინისტრაციული ერთეული რუსეთის იმპერიის კასპიის ოლქში (1841-1846), დერბენტის გუბერნიასა (1846-1860) და დაღესტნის ოლქში (1860-1921) და რსფსრ-ს დაღესტნის ასსრ-ში (1921-1928). რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი — ახტი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამურის ოკრუგი მდებარეობდა დაღესტნის ოლქის მაღალმთიან რეგიონში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრებოდა გუნიბის ოკრუგი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — კაზიკუმისა და კიურის ოკრუგები, აღმოსავლეთიდან — ბაქოს გუბერნიის ყუბის მაზრა, სამხრეთ-დასავლეთიდან — ელიზავეტპოლის გუბერნიის ნუხის მაზრა და ზაქათალის ოკრუგი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამურის ოკრუგი ჩამოყალიბდა 1839 წელს. 1840 წლიდან შედიოდა კასპიის ოლქის ყუბის მაზრის შემადგენლობაში, 1846 წლიდან — დერბენტის გუბერნიაში, 1860 წლიდან - დაღესტნის გუბერნიაში.
1921 წელს იგი გახდა დაღესტნის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილი. 1928 წლის ნოემბერში დაღესტნის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შემოიღეს კანტონის დაყოფა, რომლის ფარგლებში გაუქმდა ყველა ოკრუგი.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოკრუგი დაყოფილი იყო 4 სანაიბოდ: ახტის (სოფელი ახტი), დოკუზის (სოფელი მისკინჯა), რუტულისა (სოფელი რუთული) და იჰრეკის (სოფელი იჰრეკი). უკანასკნელი შემდგომში გაუქმდა და მისი მთელი ტერიტორია შევიდა რუთულის სანაიბოში.
1899 წელს სანაიბოები გადაკეთდა უბნებად.
ოკრუგის მეთაურები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოკრუგის მეთაურები | მართველობის პერიოდი | |
---|---|---|
1 | პოლკოვნიკი ფედორ ფილიპოვიჩ როტი | 1839-1849 |
2 | პოლკოვნიკი შულც მორიც კრისტიანოვიჩი | 1849-1850 |
3 | პოდპოლკოვნიკი იუზბაშევი არტემ სოლომონოვიჩი | 1873-1878 |
4 | პოდპოლკოვნიკი ვიქტორ ვისარიონოვიჩ კომაროვი | 1879-1885 |
5 | პოდპოლკოვნიკი ადრიან ვასილიევიჩ კუცევალოვი | 1886-1890 |
6 | პოდპოლკოვნიკი გრიგორი ლვოვიჩ ივანოვი | 1890 |
7 | პოდპოლკოვნიკი ხრიზანფ პავლოვიჩ ორლოვი | 1891-1894 |
8 | კაპიტანი ნიკოლაი ნიკოლაევიჩ შოსტე | 1895-1898 |
9 | კაპიტანი ბორის ნიკოლაევიჩ ბრუსილოვი | 1898 - 1906 |
10 | მიხაილ კუზმიჩ მულინი | ...1915... |
11 | პოლკოვნიკი ჰუსეინოვი | XX საუკუნე |