სამუილ სტოლმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამუილ სტოლმანი (დ. 9 დეკემბერი, 1874, კიახტა — გ. 22 დეკემბერი, 1949, კიევი) — ებრაული წარმოშობის უკრაინელი დირიჟორი. 1905 წლიდან მოსკოვში დირიჟორის პროფესიას ვ. საფინოვთან ეუფლებოდა. სხვადასხვა ქალაქში ეწეოდა სადირიჟორო მოღვაწობას, კერძოდ 1927-1944 წლებში ოდესაში, 1944-1949 წლებში კიევში და 1917 წლიდან კი თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორი გახდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებელ საქართველოში, 1919 წელს, დირიჟორობდა დიმიტრი არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ პირველ დადგმას, ასევე ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტეს“ პრემიერის დროს, 1919 წლის 12 ნოემბერს. 1920 წლის 15 თებერვალს თბილისში მოკლა საკუთარი ცოლი, თუმცა, საქმეში არსებული გარემოებების გამო სასამართლომ გაამართლა.

გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა ვიქტორ დოლიძის „ლეილას“ (1922 წლის 6 ივნისი) და მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერის“ პრემიერებში. 1933 წელს ვიქტორ დოლიძისა და 1936 წელს აკაკი ანდრიაშვილის საფორტეპიანო კონცერტებში, აგრეთვე ზაქარია ფალიაშვილის „დაისის“ ოდესაში დადგმულ წარმოდგენაში. მის რეპერტუარში, ქართულთან ერთად, უცხოური ნაწარმოებებიც შედიოდა.

სამუილ სტოლმანს 1925 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1937 წელს კი უკრაინის სახალხო არტისტის წოდებები. იგი გარდაიცვალა კიევში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეჟავა ზ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 420.