სამუელ ჩხიკვიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამუელ ჩხიკვიშვილი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სამუელ თარხანის ძე ჩხიკვიშვილი
დაბ. თარიღი 10 ნოემბერი, 1874
დაბ. ადგილი გურია
გარდ. თარიღი 1969
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი

სამუელ ჩხიკვიშვილი (დ. 10 ნოემბერი, 1874, დვაბზუ — გ. 1969) — ქართველი სახალხო მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერები მამამ შეასწავლა. სწავლობდა ოზურგეთის საქალაქო ოთხკლასიან სკოლაში. 17 წლის სამუელი მამამ მაქსიმელაშვილის ოჯახში მიაბარა, სადაც სამი წელი სწავლობდა სიმღერას, შემდეგ შეუერთდა სამუელ ჩავლეიშვილის გუნდს. 1921 წლიდან იყო ვარლამ სიმონიშვილის გუნდის წევრი. ჩხიკვიშვილს არ ჰყოლია თავისი გუნდი, მაგრამ ჰყავდა ანსამბლები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობდნენ. ამბობდა დამწყებს და მოძახილს. გარდაიცვალა 1969 წელს. დაკრძალულია ოზურგეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანზორ ერქომაიშვილი, „ბაბუა“ — „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1980
  • სამუელ ჩხიკვიშვილი : ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი / ნ. სიმონიშვილი // ლენინის დროშა. - 1966. - 30 ივნისი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]