სამუელ სევადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამუელ სევადა
Սամվել Սևադա.jpg
დაიბადა 12 სექტემბერი, 1949
დაბადების ადგილი გიუმრი, სომხეთი
ეროვნება სომეხი

სამუელ სევადა (სომხ. Սամվել Սևադա; დ. 12 სექტემბერი, 1949, გიუმრი) — სომეხი მხატვარი, ფოტოგრაფი და მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამუელ სევადა დაიბადა 1949 წლის 12 სექტემბერს, გიუმრიში, სომხეთი. 1974 წელს, მან დაამთავრა ერევნის ხელოვნებისა და თეატრის სახელმწიფო ინსტიტუტი. 1980 წლიდან, იგი სომეხ მხატვართა კავშირის წევრია, 2009 წლიდან კი - სომეხ ფოტოგრაფთა კავშირის წევრი. 1996–1998 წლებში, სამუელ სევადა ერევნის გენერალური მხატვარი იყო, 1989–2006 წლებში, იგი ამერიკის შეერთებული შტატებში ცხოვრობდა, ხოლო 1990 წელს, ამერიკის შეერთებული შტატებში მან პირველი სომხური სამხატვრო სკოლა გახსნა[1]
.

სამუელ სევადას ფოტოები ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, რუსეთის, უკრაინის და სხვა მრავალი ქვეყნის ჟურნალ-გაზეთებშია გამოქვეყნებული[2]. მას 32 გამოფენა ჰქონდა შემდეგ ქვეყნებში: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, პოლონეთი, მოლდოვა, ესტონეთი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი[3][4].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]