სამუელ რეშევსკი
|
| |
| ქვეყანა (სპორტი) |
|
|---|---|
| დაბადების თარიღი | 26 ნოემბერი, 1911 |
| დაბადების ადგილი | ოზორკუვი, პოლონეთი |
| გარდაცვალების თარიღი | 4 აპრილი, 1992 (80 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ |
| წოდება | დიდოსტატი (1950) |
| მაქსიმალური რეიტინგი | 2590 (1971) |
სამუელ ჰერმან რეშევსკი (ინგლ. Samuel Herman Reshevsky; დ. 26 ნოემბერი, 1911, ოზორკუვი, პოლონეთი — გ. 4 აპრილი, 1992, ნიუ-იორკი) — პოლონური წარმოშობის ამერიკელი დიდოსტატი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე XX საუკუნის 30-70-იან წლებში, აშშ-ის რვაგზის ჩემპიონი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამუელ რეშევსკიმ ჭადრაკის თამაში 4-5 წლის ასაკში ისწავლა და მალევე ვუნდერკინდად აღიარეს. უკვე 8 წლის ასაკში იგი ევროპის სხვადასხვა ქალაქში მართავდა ერთდროული თამაშის სეანსებს და ამარცხებდა გამოცდილ მოჭადრაკეებს. 1920 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. ბავშვობაში მოპოვებული დიდი პოპულარობის მიუხედავად, მან განათლების მისაღებად ის დროებით ჩამოშორდა აქტიურ ჭადრაკს. 1934 წელს დაამთავრა ჩიკაგოს უნივერსიტეტი ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით.
სპორტული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეშევსკი იყო აშშ-ის 8-გზის ჩემპიონი (1936, 1938, 1940, 1941, 1942, 1946, 1969, 1970). მისი საერთაშორისო აღიარება დაიწყო 1935 წელს მარგიტის ტურნირზე გამარჯვებით, სადაც მან თავად ხოსე რაულ კაპაბლანკა დაამარცხა. მან მონაწილეობა მიიღო უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმებში: მსოფლიო პირველობის მატჩ-ტურნირი (1948): დაიკავა III-IV ადგილები პაულ კერესთან ერთად. პრეტენდენტთა ტურნირი (1953): ციურიხში გამართულ ტურნირზე გაიყო II-IV ადგილები დავით ბრონშტეინსა და პაულ კერესთან ერთად. მან 7-ჯერ დაიცვა აშშ-ის ღირსება ვაჟთა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადებზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გურგენიძე დ., ვისწავლოთ ენდშპილი, II ნაწილი, 2006, გვ. 31.
- Reshevsky on Chess (1948)
- How Chess Games Are Won (1962)