შინაარსზე გადასვლა

სამსონ დუმბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დუმბაძე (მრავალმნიშვნელოვანი).
სამსონ დუმბაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1866
დაბადების ადგილი შემოქმედი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების ადგილი გორი, საბჭოთა კავშირი
კუთვნილება რუსეთის იმპერია
სამხედრო სამსახურის წლები 1883-?
წოდება გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები რუსეთ-იაპონიის ომი, პირველი მსოფლი ომი
ჯილდოები

წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (1906)
წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (1910)
წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (1913)
წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი(1915)

წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი(1919)
კავშირი

მამა: ანტონ დუმბაძე
ძმები: ივანე დუმბაძე
ნიკოლოზ დუმბაძე
იოსებ დუმბაძე
ძმისშვილები: ვასილ დუმბაძე

სონია დუმბაძე

სამსონ ანტონის ძე დუმბაძე (დ. 2 თებერვალი, 1866, შემოქმედი — გ. 1938, გორი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1915).

იყო ცნობილი ლოტბარისა და მგალობლის, ანტონ დუმბაძის შვილი. მისი ძმები, იოსები, ნიკოლოზი, მიხეილი და ივანე აგრეთვე რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ივანე დუმბაძე, რომელიც იალტის მთავარმმართებელი იყო.

განათლება მიიღო თბილისის კადეთა კორპუსში და ნიკოლაევსკის ინჟინერთა სასწავლებელში. სამხედრო სამსახურს შეუდგა 1883 წლის 31 აგვისტოდან. გაგზავნილ იქნა პირველ კავკაციურ ბატალიონში, სადაც მიიღო პოდპორუჩიკის (1884), პორუჩიკის (1888), შტაბსკაპიტნის (1891) და კაპიტნის (1894) ჩინები. ამის შემდეგ დაასრულა ნიკოლაევსკის საინჟინრო აკადემია, გახდა პოდპოლკოვნიკი (1902) და პოლკოვნიკი (1902). 1915 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. იმავე წლიდან მუშაობდა ქ. ომსკის სამხედრო ოლქის მთავარ ინჟინრად. იყო თეთრების მოძრაობის წევრი. დაპატიმრებული იყო რვა წლის განმავლობაში, სასჯელს იხდიდა ბუტირკის ციხეში (მოსკოვი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]