სამრეწველო შეჯვარება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სამრეწველო შეჯვარებასასოფლო-სამეურნეო ცხოველთა შეჯვარების ერთ-ერთი სახე. სამოსარგებლო მიზნით 2 ჯიშის ცხოველის შეწყვილება მაღალპროდუქტიული ნაჯვარის მისაღებად. სამრეწველო შეჯვარებით მიღებული ნაჯვარი, როგორც წესი, სამეურნეო-სასარგებლო ნიშნების მხრივ ჰეტეროზისს იჩენს, მაღალი ცხოველმყოფელობა აქვს და უმეტესად პროდუქტიულობითაც აღემატება საწყისი ჯიშის ცხოველებს. სამრეწველო შეჯვარება ხორცის, მატყლისა და კვერცხის დამატებითი რაოდენობით მიღების ერთ-ერთი წყაროა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]