სამპსონიევსკის საკათედრო ტაძარი
სამპსონიევსკის საკათედრო ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°58′06″ ჩ. გ. 30°20′34″ ა. გ. / 59.96833° ჩ. გ. 30.34278° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1728-1740 |
სამპსონიევსკის საკათედრო ტაძარი (რუს. Сампсониевский собор) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1728-1740 წლებში.
სამხრეთის ეგვტერი ნაკურთხია მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე, ჩრდილოეთის ეგვტერი კი იოანე ღვთისმეტყველის სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1710 წელს მომავალი ტაძრის ადგილზე პოლტავის ბრძოლაში გამარჯვების წლისთავზე ააგეს და აკურთხეს ხის სამპსონიევსკის ეკლესია, რომელიც აკურთხეს სამსონ უცხოთშემწყნარებლის სახელზე, რომლის ხსენების დღესაც (27 ივნისი) რუსეთმა გამარჯვება მოიპოვა ბრძოლაში. ეკლესიის საკათედრო ტაძრად გადაკეთება მიმდინარეობდა 1728-1740 წლებში. ხანგრძლივი პერიოდი განაპირობა ფინანსების არქონამ და სამუშაოების გაყინვამ, რომელიც განახლდა იმპერატორ ანა იოანეს ასულის მმართველობის პერიოდში.
ტაძრის ეზოში დაკრძალულია 27 ივნისს დაღუპულები: არტემ ვოლინსკი, ანდრეი ხრუშჩიოვი და არქიტექტორი პეტრე ეროპკინი. 1885 წელს საფლავზე დაამონტაჟეს ძეგლი.
1830-იან წლებში ტაძრის შიდა ინტერიერი გაარემონტეს, რომლის შედეგადაც თუჯის იატაკი შეცვალეს ქვის იატაკით. 1935 წლის 20 მარტს ტაძარი სახელმწიფო დაცვის ქეშ აიყვანეს, როგორ ძეგლი. 1938 წლის ივლისში ტაძარში ღვთისმსახურება შეწყდა ვიბორგის კომიტეტის ადმინისტრაციული კომიტეტის გადაწყვეტილებით. ამის შემდეგ შენობაში განათავსეს მზა ტანსაცმლის მაღაზია. 1942 წლის 10 თებერვლის საჰაერო დარტყმის შემდეგ ეკლესია ძლიერ დაზიანდა.
1984 წელს გიორგი ბუტიკოვის ინიციატივის წყალობით ტაძარი შევიდა ისააკის ტაძრის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენლობაში, რამაც გამოიწვია ტაძრის მშენებლობის დაწყება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტაძარმა სტუმრები მიიღო 1999 წელს, პოლტავის ბრძოლის 290-ე წლისთავზე. მუზეუმის ხარისხში იგი გაიხსნა 2000 წელს. გახსნიდან ორ წელიწადში აღადგინეს მთავარი საკურთხევლის ინტერიერის კედლების დეკორატიული მოხატულობა.
2002 წლის 21 მაისს, იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს, რომლის სახელზეც აკურთხეს ტაძრის ერთ-ერთი ეგვტერი, ტაძრის წინამძღვარმა იოანე მალინინმა აღასრულა ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველი საღვთო ლიტურგია. 2010 წლიდან კი ტაძარში მიმდინარეობს ყოველდღიური ღვთისმსახურება. 2017 წლის 5 თებერვალს ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელს ეკლესიას 49 წლით გამოყენების უფლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Аплаксин А. П. Сампсоновский собор в С.-Петербурге. 1709—1909. — СПб., 1909.
- Гусаров А.Ю. Памятники воинской славы Петербурга. — СПб., 2010. — ISBN 978-5-93437-363-5.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- О Сампсониевском соборе დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Макет первоначальной деревянной Сампсониевской церкви 1710 года (фото на сайте Приветъ Питеръ)
- Статья о соборе на том же сайте
- Вариант фото макета деревянной церкви на spb-guide.ru დაარქივებული 2018-01-10 საიტზე Wayback Machine.
- Постоянные экспозиции музея-памятника «Сампсониевский собор» в сюжете телеканала «Искусство ТВ», 2010 დაარქივებული 2021-01-22 საიტზე Wayback Machine.
- Расписание богослужений (второе среди расписаний четырех соборов) დაარქივებული 2017-03-07 საიტზე Wayback Machine. - ссылка устарела, теперь см. здесь:[1]
- Яндекс-панорама
- Яндекс-панорама 2
- Яндекс-панорама с воздуха