სამოქალაქო ბრუნვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამოქალაქო ბრუნვა — იურიდიული ფაქტების (მაგ., გარიგების, საგეგმო და სხვა ადმინისტრაციული აქტების) ერთობლიონა და მათ საფუძველზე წარმოშობილი მართლურთიერთობანი, რომელთა ძალით ქონება გადადის სამართლის ერთი სუბიექტიდან (ერთი პირიდან) მეორეზე.

სამოქალაქო ბრუნვა მოიცავს ქონების გადასვლას როგორც სასყიდლით (მაგ., ყიდვა-გაყიდვა), ისე უსასყიდლოდ (მაგ., ჩუქება); როგორც საკუთრებაში ან ოპერატიულ მმართველობაში ისე დროებით მფლობელობასა ან სარგებლობაში (მაგ., შესანახად). სამოქალაქო ბრუნვას დამახასიათებელი თვისებაა მონაწილეთა იურიდიული თანასწორუფლებიანობა, იმის მიუხედავად, თუ რა საფუძველზე ხდება ქონების გადაცემა. გარიგებათა წრე, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება სამოქალაქო ბრუნვა, დამოკიდებულია ქონების სოციალურ-სამეურნეო მნიშვნელობაზე, მაგ., მიწა, წიაღისეული. ტყე შეიძლება გადაიცეს მხოლოდ სარგებლობაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]