სამოქალაქო აუდიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამოქალაქო აუდიტი, ასევე სოციალური აუდიტი — სამოქალაქო ჩართულობის ნარისახეობა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების (მთავრობის) მმართველობის ხარისხსა და ანგარიშვალდებულებაზე. სამოქალაქო აუდიტი მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტისა და სამოქალაქო ჩართულობის სხვა ფორმებისგან, რომლებიც მიზნად ისახავენ მმართველობაში მოქალაქეების ჩართულობას და საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ გამოხატვის ისეთ ფორმებს, როგორიცაა დემონსტრაციები, ადვოკატირება და ლობირება.[1]

სამოქალაქო აუდიტის მთავარი ამოცანა არის მთავრობის მმართველობის ხარისხის მონიტორინგი, კონტროლი, ანალიტიკა და შეფასება, რითაც მიიღწევა საჯარო პირების გადაწყვეტილებების მიღების ანგარიშვალდებულეა. ხელისუფლების მმართველობის ხარისხის შეფასებისას სამოქალაქო აუდიტი შეიძლება განიხილებოდეს როგორც მთავრობის კონტროლის მექანიზმი: მოქალაქეები აიძულებენ ხელისუფლებას იმოქმედოს გამჭვირვალედ, პასუხისმგებლიანად და ეფექტიანად.[1]

სამოქალაქო აუდიტს სხვადასხვა სამიზნე ამოცანები გააჩნია. სმაოქალაქო აუიტი შეიძლება ფოკუსირდეს ცუდი მმართველობის პრაქტიკასა და კორუფციულ გარიგეგებზე, ასევე საჯარო პირების მიერ არამართლზომიერი ფინანსური რესურსების ფლობა-გამოყენებაზე. სამოქალაქო აუდიტს ასევე გააჩნია შესაძლებლობა, წიანსწარ გააფრთხილოს მთავრობა მის მიერ შემუშავებული ფოლისის სუსტი და ძლიერი წერტილების შესახე და შეატყობინოს ადგილობრივ თემს, თუ რა გავლენა ექნება მთავრობის ქმედებებს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.[1]

სამოქალაქო აუდიტის ფარგლებში არსებულ აქტივობებს შეუძლია ასევე გაზომოს ურთიერთდამოკიდებულება პოლიტიკოსისა თუ მთავრობის დაპირებებსა და რეალურ შედეგებს შორის. [1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]