შინაარსზე გადასვლა

სამომხმარებლო კალათა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამომხმარებლო კალათა — საქონლისა და მომსახურების სია, რომელსაც შეიძენს საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი და შესაბამის ტარიფებს. მინიმალური სამომხმარებლო კალათა (სასურსათო კალათა) იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც ადამიანმა არსებობისთვის ყოველდღიურად უნდა მიიღოს.

საქართველოს შემთხვევაში, სამომხმარებლო კალათა ითვალისწინებს 282 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე სამომხმარებლო ფასებსა და ტარიფებს.