სამომშლელო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამომშლელო, სამოსამშლელო, სამშლელო, პირგასამტეხლო, საზღაური ხელშეკრულების პირობის დარღვევისათვის ძველ ქართულ სამართალში, გათვალისწინებულია ბექას და აღბუღას სამართლის წიგნში (მუხლი 89), კერძოდ, საჯდომი პირუტყვის („საჴედარი რამე“) ყიდვა-გაყიდვის, უკეთუ დათქმულ ვადაში ცხოველს „ზნე („ზიანი“) რამე გამოაჩნდებოდა“, ხელშეკრულების მოშლა „უსამშლელოდ“ შეიძლებოდა; „პაემანს გარეთ“ ნასყიდობის მოშლისათვის კი მყიდველი გამყიდველს კანონის ძალით სამომშლელოდ ფასის ერთ მეათედს აძლევდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2 ტფ. 1929;