სამოთხის კარი (A-303)
იერსახე
სულხან-საბა ორბელიანის „სამოთხის კარის“ ხელნაწერი A-303 ავტორის ავტოგრაფულ ნუსხას წარმოადგენს, გადაწერილია თავად სულხან-საბას მიერ. „სამოთხის კარი“ კითხვა-მიგებით დაწერილი მოძღვრებაა. ეს ხელნაწერი ავტორის უბის წიგნაკი უნდა ყოფილიყო; მასში მისივე ხელით შეტანილია სხვა მასალა, რომელიც შეიცავს ლოცვებს, ღვთისმსახურებასტან დაკავსირებულ საკითხებს.
საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 90 ფურცელს, რომელთა ზომებია 20,8X11 სანტიმეტრი. ტექსტი შესრულებულია მხედრული დამწერლობით. ადგილ-ადგილ შესწორებულია ავტორის მიერ, რასაც მოწმობს ქარალდის ვიწრო ნაჭრები, რომლებიც წიგნაკშია ჩაკრული.
„სამოთხის კარის“ ეს ხელნაწერი დღეს დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში (A-303).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 89