სამოთხე (გურნას რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სამოთხე“
ავტორი აბდულრაზაკ გურნა
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი Chatto & Windus და Éditions Denoël[1]
გამოცემის თარიღი 1994
მთარგმნელი ლალი ყუშიტაშვილი
ქართულად გამოიცა 2022 (გამომცემლობა ინტელექტი)
წინამორბედი Dottie

სამოთხეტანზანიაში დაბადებული ბრიტანელი ნობელიანტი ავტორის, აბდულრაზაკ გურნას, ისტორიული რომანი, პირველად გამოქვეყნდა ლონდონში 1994 წელს. წარდგენილი იყო ბუკერისა და უაითბრედის პრემიებზე.[2][3]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანის პროტაგონისტი თორმეტი წლის ბიჭი, იუსუფია, რომელიც მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე ტარზანიის გამოგონილ ქალაქ კავაში დაიბადა. მის მამას, სასტუმროს მეპატრონეს, შეძლებული და გავლენიანი არაბი ვაჭრის, სახელად აზიზის, ვალი მართებდა. იგი ვაჭარს ვალების სანაცვლოდ თავის ვაჟს გადასცემს. იუსუფი ჯერ აზიზის მაღაზიაში მუშაობს, შემდეგ სავაჭრო ქარავანთან ერთად ტბა ტანგანიკას დასავლეთით მდებარე მიწებზე მოგზაურობს..[4]:178 აქ იუსუფი შეეჯახება აფრიკას, სადაც სასტიკი ტომობრივი ომები მიმდინარეობს, ხალხი ცრურწმენებით ცხოვრობს, გავრცელებულია უამრავი დაავადება და ბავშვთა მონური შრომა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. იუსუფს უყვარდება ამინა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბევრად უფროს აზიზზე ძალით გაათხოვეს. ქარავანის აღმოსავლეთ აფრიკაში დაბრუნებისას პირველი მსოფლიო ომი იწყება. ტარზანიაში გერმანელები დომინირებენ, რომლებიც ადგილობრივ მამაკაცებს ჯარისკაცებად იწვევენ. რომანის დასასრულს იუსუფი გერმანელთა არმიას უერთდება.

ლიტერატურული გენეალოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყვდიადის გული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაჰან იაკობსი[ა] „სამოთხეს“ ჯოზეფ კონრადის 1902 წლის რომანის „წყვდიადის გულის“ საპასუხო ნაშრომად მიიჩმევს. მისი აზრით, აზიზის კონგოსკენ მოგზაურობის აღწერით გურნა გამოწვევის წინაშე აყენებს XX საუკუნის დასაწყისის პერიოდის აფრიკის ევროპულ ხედვას, რომელიც დღემდე დომინირებს პოპულარულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში.[6]:81 აღნიშნულ მოსაზრებას ცალსახად უარყოფს ჯეიმზ ჰოდეპი,[7]:89 რომელიც იაკობსის მიდგომას „ევროცენტრიკულს“ უწოდებს და მას რომანის „არაევროპული გავლენების ყურადღების მიღმა დატოვებაში“ ადანაშაულებს.[7]:106

ადრეული სუაჰილური პროზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის ერთ-ერთ სცენაში[8]:104–105 იუსუფი მნახველთა ჯგუფს ემსახურება და საღამოს მათ ამბებს ისმენს. ერთ-ერთი სტუმარი იხსენებს თავისი ბიძის მოგზაურობას სანქტ-პეტერბურგში, „რუსების ქვეყანაში“, სადაც „მზე შუაღამემდე არ ჩადიოდა“ და ხალხი „განუვითარებელი იყო“. ესაა პირდაპირი მინიშნება სალიმ ბინ აბაკარის სამოგზაურო მემუარზე „ჩემი მოგზაურობა რუსეთსა და ციმბირში“, რომელიც XIX საუკუნის მიწურულს დაიწერა.[7]:90

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანმა დადებითი გამოხმაურება მოიპოვა. ანიტა მეისონმა The Independent-იდან იგი დაახასიათა, როგორც „მრავალშრიანი, ძალადობრივი, მშვენიერი და უცნაური“.[9]

2022 წელს „სამოთხე“ შევიდა თანამეგობრობის წევრი ავტორების 70 წიგნის სიაში Big Jubilee Read, რომელიც დედოფალ ელისაბედ II-ის ტახტზე ასვლის სამოცდამეათე წლის იუბილეს აღსანიშნავად შეირჩა.[10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.denoel.fr/Catalogue/DENOEL/Denoel-d-ailleurs/Paradis
  2. The Booker Prize 1994. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-29. ციტირების თარიღი: 2015-06-03.
  3. "A Note on the Author." In Desertion, by Abdulrazak Gurnah, 263. London: Bloomsbury, 2006.
  4. 4.0 4.1 Deandrea, Pietro (2009). „Dark Paradises: David Dabydeen's and Abdulrazak Gurnah's Postcolonial Rewritings of Heart of Darkness“, Rewriting/Reprising: Plural Intertextualities. Cambridge Scholars Publishing, გვ. 167–182. ISBN 9781443816144. 
  5. Research • English Studies (Durban). ციტირების თარიღი: 2022-02-10
  6. Jacobs, J. U. (2009). „Trading Places in Abdulrazak Gurnah's Paradise. English Studies in Africa. 52 (2): 77–88. doi:10.1080/00138390903444164. S2CID 162019886.
  7. 7.0 7.1 7.2 Hodapp, James (2015). „Imagining Unmediated Early Swahili Narratives in Abdulrazak Gurnah's 'Paradise.'“. English in Africa. Rhodes University. 42 (2): 89–107. doi:10.4314/eia.v42i2.5. JSTOR 26359419.
  8. Gurnah, Abdulrazak (1994). Paradise. Hamish Hamilton. ISBN 9780747573999. 
  9. Mason, Anita (13 March 1994). „BOOK REVIEW / Of earthly delights: 'Paradise' - Abdulrazak Gurnah“. The Independent. ციტირების თარიღი: 3 June 2015.
  10. The Big Jubilee Read: A literary celebration of Queen Elizabeth II's record-breaking reign (17 April 2022). ციტირების თარიღი: 18 June 2022


შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „georgian“ არსებული ტეგებისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="georgian"/>, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>; $2