სამოის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამოას მორაგბეთა ეროვნული ნაკრები)
სამოა
კავშირი სამოის რაგბის ფეხბურთის კავშირი
მეტსახელ(ებ)ი მანუ სამოა
ემბლემა სამხრეთის ჯვარი
მწვრთნელ(ებ)ი სტივენ ბეთემი
კაპიტანი ოფისა ტრევირანუსი
ყველაზე მეტი კეპი ბრაიან ლიმა (64)
ყველაზე მეტი ქულა ერლ ვა'ა (172)
ყველაზე მეტი ლელო ბრაიან ლიმა (29)[1]
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
სამოის დროშა დასავლეთი სამოა 0 – 6 ფიჯი ფიჯის დროშა
(18-08-1924)
უდიდესი გამარჯვება
სამოის დროშა სამოა 115 – 7 პაპუა-ახალი გვინეა პაპუა-ახალი გვინეას დროშა
(11-07-2009)
უარესი დამარცხება
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 101 – 14 სამოა სამოის დროშა
(3-09-2008)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 7 (პირველი 1991)
საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალი, 1991, 1995

სამოის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (ინგლ. Samoa national rugby union team), ქვეყანაში უფრო ცნობილი როგორც მანუ სამოა — ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ორგანოა სამოის რაგბის კავშირი. ნაკრების სათამაშო ფორმის ფერებია ლურჯი და თეთრი. 1924-1997 წლებში სამოის ნაკრები, როგორც ქვეყანა გამოდიოდა დასავლეთი სამოის სახელით. ისინი ყოველი მატჩის დაწყებისას ასრულებენ ტრადიციულ სამოურ საბრძოლო ცეკვა სივა-ტაუ-ს. სამოის ეროვნული კავშირი ტონგის და ფიჯის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მონაწილეობს წყნარი ოკეანის ქვეყნების სარაგბო ალიანსში (PIRA).[2] 1996 წლიდან ეროვნულ ნაკრებს ასპონსორებს ახალ ზელანდიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდიდარი ადამიანი სერ მაიკლ ფეი.[3][4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულებზე რაგბი გამოჩნდა 1920-იანი წლების დასაწყისში და მალევე შეიქმნა პირველი ადმინისტრაციული ორგანოები, მათ შორის ეროვნული სარაგბო კავშირი. სამოის ეროვნული ნაკრების პირველი საერთაშორისო მატჩი ფიჯის ეროვნულ ნაკრებთან შედგა 1924 წელს. სამოის, ფიჯის და ტონგის ეროვნულმა ნაკრებებმა რეგულარულად დაიწყეს მატჩების გამართვა ერთმანეთს შორის. რამდენიმე ხნის შემდეგ ამ შეჯიბრებებს მიეცა ტურნირების ფორმა, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია წყნარი ოკეანის სამი ერის თასი. თასის პირველი გათამაშება დამთავრდა დასავლეთ სამოის გამარჯვებით. 1991 წლიდან ეროვნული ნაკრები მონაწილეობს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, თანაც 1991 და 1995 წლებში სამოელები გავიდნენ მეოთხედფინალში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Although he has 30 total tries for Samoa, one was not against a Test side. For a more complete discussion of this issue, with sources, see List of leading Rugby union Test try scorers
  2. We quit: SRU დაარქივებული 2012-02-20 საიტზე Wayback Machine. Samoa Observer
  3. Rattue, Chris (13 March 2004). „Michael Fay plans two-day talks on Pasifika proposal“. The New Zealand Herald. ციტირების თარიღი: 7 November 2011.
  4. „Samoa’s Prime Minister praises banker, Sir Michael Fay, for supporting Manu Samoa“. Radio New Zealand International. 18 April 2004. ციტირების თარიღი: 7 November 2011.