საბუხარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამკლაურები)
საბუხარები (სამკლაურები)

საბუხარები, სამკლაურები‎ (ბერძ. ἐπιμανίκια - ხელთსაცვამი) — მღვდელმსახურის შესამოსელი. მაჯაზე წამოსაცმელი, ვიწრო სამკლაურები, რომელიც თასმებით იკვრება და მსახურებისას კვართის სახელოებს იჭერს. ოლარი და საბუხარები ერთნაირი ქსოვილისაგან იკერება. საბუხარები ბიზანტიის საიმპერატორო სამოსიდან, სასულიერო პირთა შესამოსელში გადავიდა. XI საუკუნიდან ეპისკოპოსების შესამოსელში გამოჩნდა, XIII საუკუნიდანმღვდლების, ხოლო XIV საუკუნიდან დიაკვნების შესამოსელში. იმპერატორები სამოსის სახელოებს იმაგრებდნენ ისე, რომ მანტიიდან მხოლოდ სამაჯურები გამოჩენილიყო.

სამაჯურების გაკეთებისას მღვდელმსახურები კითხულობენ ფსალმუნებიდან საგანგებოდ ამოკრებილ სტრიქონებს, რომლებიც მათ ახსენებს, რომ ისინი ქრისტეს საიდუმლოთა აღსრულების ან მასში მონაწილეობის ჟამს, ამას საკუთარი ძალით კი არა, არამედ ღვთის ძალითა და მადლით აკეთებენ. სიმბოლურად საბუხარები ბორკილებს აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარს ვნების დროს ხელზე ჰქონდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 19 2004 წ.
  • თ. ჰოპკო, „მართლმადიდებლობის საფუძვლები“
  • „საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი“
  • სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, თბ, 1991 წ.
  • „ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი“