სამირ ჯავაზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამირ ჯავაზადე

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 16 აპრილი, 1980(1980-04-16)[1] (44 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
სამირ ჯავაზადე ვიკისაწყობში

სამირ რაფიკ ოღლი ჯავაზადე (აზერ. Samir Cavadzadə pron. sɑˈmiɾ dʒɑvɑdzɑˈdæ; დ. 16 აპრილი, 1980, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი პოპ-მომღერალი. 2008 წელს ელნურ ჰუსეინოვთან ერთად წარადგინა აზერბაიჯანი 2008 წლის ევროვზიის სიმღერის კონკურსზე. სცენაზე წარსდგნენ სიმღერით „Day After Day“. დაიკავეს მე-8 ადგილი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1980 წლის 16 აპრილს, ბაქოში, აზერბაიჯანის სსრ-ში. 1997 წელს ჯავაზადე ჩაირიცხა ბიზნესის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯარში მსახურობდა. სამირ ჯავადაზედემ დაამთავრა უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი 2002 წელს. 2003 წელს მან დაასრულა მუსიკალური ხუთწლედი მუღამში. ჯარში ერთი წლის მანძილზე სამსახურის შემდეგ, იგი გახდა პოპ-ჯგუფ Sheron-ის წევრი სადაც სამი წელი გაატარა. ამის შემდეგ დაიწყო ჯავაზადეს სოლო კარიერა.[2]

თავდაპირველად სამირ ჯავაზე არ იყო დასახელებული მათ შორის, ვინც იბრძოლებდა ევროვიზიაზე აზერბაიჯანის წარმომადგენლად.[3]2008 წლის 2 თებერვალს ჟიურიმ ელნურ ჰუსეინოვი აირჩია ორ სხვა კანდიდატზე (აინურ ისგანდარილი და როკ ჯგუფი Unformal). თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ გამარჯვებული სიმღერა „Day After Day“ შესრულდებოდა ჰუსეინოვისა და ჯავადაზედეს მიერ.[4] გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინტერვიუში, კონკურსის ერთ -ერთმა კოორდინატორმა (და სიმღერის ტექსტის ავტორმა „Day After Day“) ზაჰრა ბადალბეილმა განაცხადა, რომ ელნურ ჰუსეინოვის ქმედება კონკურსის წესებს არ ეწინააღმდეგებოდა და შემსრულებლის მოწვევით კანონი არ ირღვეოდა. მითუმუმეტეს რომ მისი და ჯავაზადეს ურთიერთშეთანხმება იყო სიმღერის დუეტში შესრულება.[5]

2008 წელს სამირ ჯავაზადემ ელნურ ჰუსეინოვთან ერთად წარმადგინა აზერბაიჯანი 2008 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. სამირის წყალობით ევროპულ სცენაზე პირველად შესრულდა აზერბაიჯანული მუღამი. ანგელოზსა და ეშმაკს შორის დაპირისპირებამ, რომელსაც სამირი და ელნური განასახიერებენ აზერბაიჯანელი კომპოზიტორის, გოვჰარ ჰასანზადეს სიმღერაში „After a day“, ევროპელი ტელემაყურებლების მხარდაჭერა მოიპოვა. დუეტი ფინალში გავიდა, სადაც 132 ქულა დააგროვა და 25 მონაწილეს შორის მე-8 ადგილი დაიკავა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის ივლისში ჯავაზადემ განაცხადა რომ გეგმავდა დაქორწინებას.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]