სამირ შარიფოვი
სამირ შარიფოვი აზერ. Samir Şərifov | |
ამჟამინდელი თანამდებობა | |
---|---|
დაიკავა | 18 აპრილი, 2006 |
ვიცე-პრეზიდენტი | აზერბაიჯანის მე-5 ფინანსთა მინისტრი |
დაბადებული | 7 სექტემბერი, 1961 აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
პოლიტიკური პარტია | უპარტიო |
განათლება | კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამირ რაუფ-ოღლუ შარიფოვი (აზერ. Samir Rauf oğlu Şərifov; დ. 7 სექტემბერი, 1961, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანის სახელმწიფო მოღვაწე, აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრი 2006 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1961 წლის 7 სექტემბერს. 1983 წელს დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსისტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი.[1] უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბაქოში სსრკ-ის საგარეო ვაჭრობის სამინისტროს სისტემაში, შემდგომ სამხრეთ იემენში, ხოლო 1991-დან 1995 წლამდე — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტში, ხელმძღვანელის მოადგილედ.[2]
1995-დან 2001 წლამდე აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის სისტმაში მუშაობდა, 2000 წლიდან იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდის (არსნფ) აღმასრულებელი დირექტორი.[1] 2006 წლის აპრილში დაინიშნა აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრად.
2008 წლიდან სამირ შარიფოვი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) საბჭოს წევრია აზერბაიჯანის მხრიდან.[3]
არის აზერბაიჯან-საფრანგეთის საერთაშორისო ეკონომიკური კომისიის თანათავმჯდომარე.[4]
დაქორწინებულია, ჰყავს სამი შვილი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 А.МЕХТИЕВА (19.04.2006). „Минфин Азербайджана возглавил "киевский нефтяник" Самир Шарифов“ (რუსული). ЦентрАзия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.03.2016. ციტირების თარიღი: 08.09.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ „SHARIFOV Samir Rauf oglu - Minister of Finance“ (ინგლისური). oilfund.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2020-09-08.
- ↑ «IMF Members' Quotas and Voting Power, and IMF Board of Governors», International Monetary Fund website, 5.01.2013
- ↑ В Париже состоялось шестое заседание азербайджано-французской экономической комиссии. 1news.az, 24.09.2011