სამინისტროს მეორე სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამინისტროს მეორე სახლი
2-й Министе́рский дом
კოორდინატები 59°53′03″N 29°54′16″E / 59.884028° ჩ. გ. 29.904506° ა. გ. / 59.884028; 29.904506
მდებარეობა პეტერგოფი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი იოსებ შარლემანი
სტილი ნეობაროკო
თარიღდება 1836-1841
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810415000

სამინისტროს მეორე სახლი (რუს. 2-й Министе́рский дом) — ისტორიული შენობა პეტერგოფში. აგებულია 1836-1841 წლებში. შენობა არის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი. მდებარეობს გაყრისის ქუჩაზე, სახლი 3, სამხრეთიდან ესაზღვრება გაყრის მოედანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამინისტროს მეორე სახლიააშენეს არქიტექტორ იოსებ შარლემანის პროექტის მიხედვით. პროექტი დაამტკიცეს 1836 წელს. სახლს მშენებლობის პერიოდში უწოდეს კავალერიის სახლი (იხილეთ კავალერიის სახლი). სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 1839 წლის ივნისში, ხოლო ცალკეული სამუშაოები — 1841 წელს[1][2].

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში სახლი საცხოვრებლად გადააკეთეს. 1988-2012 წლებში მასში ასევე განთავსებული იყო სანქტ-პეტერბურგის პეტროდვორეცის რაიონული სასამართლო[1].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამინისტროს მეორე სახლის ცოკოლი მოპირკეთებულია პუტილოვის კირქვის ფილებით. კედლები შელესილია. სახლი სრულდება კბილანებიანი კარნიზით. პირველი სართულის ფანჯრები შედარებით მაღალია და სრულდება მომრგვალებული სანდრიკებით. მეორე სართულის ფანჯრები ბევრად პატარა ზომებისაა და კვადრატული ფორმებისაა. აღმოსავლეთი ფასადი პილასტრებითა და ატიკით შებრუნებულია დიდი ეზოს მხარეს. სახლი სრულდება ბაროკოს ელემენტებით.

სამინისტროს მეორე სახლის ფასადის გამოძერწილი დეტალები ეკუთვნის ავტორთა დუეტს ტ. დილიოვისა და ი. კოსოლაპოვის შემადგენლობით. შენობა შედის გაყრის მოედნის ანსამბლში სამინისტროს პირველ სახლთან და ფლიგელ-ადიუტანტის სახლთან ერთად. განსხვავებით სამინისტროს მეორე სახლისაგან, სიმეტრიულად მდებარე სამინისტროს პირველ სახლს აქვს მაღალი ცოკოლის სართული, სართულების განსხვავებული დაგეგმარება და განსხვავებები აღმოსავლეთის ფასადის დეკორში[1][2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 2-й Министерский дом. citywalls.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-30. ციტირების თარიღი: 2018-06-30.
  2. 2.0 2.1 Здания на Разводной площади. tamara.shemyak.com. ციტირების თარიღი: 2018-06-30.