სამთითა თოლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამთითა თოლია
Rissa tridactyla (Vardø, 2012).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rissa tridactyla (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22694497
გავრცელების არეალი
Rissa tridactyla area all.PNG
  ზაფხულში
  ზამთარში

სამთითა თოლია[1] (ლათ. Rissa tridactyla) — ფრინველი თოლიასებრთა ოჯახისა.

მისი სხეულის სიგრძეა 38–40 სმ, მასა დაახლ. 400 (300–600) . საშუალო ზომების ზღვის თოლიაა, აქვს მრგვალი თავი, პატარა ნისკარტი, ვიწრო, გრძელი ფრთები და ოდნავ ამოჭრილი ბოლო. გალო მოკლეა, უკანა თითი რუდიმენტირებული. მოზრდილ (3 წელზე უფროს) ფრინველებს ზურგი, წელი და ფრთები ზემოდან მოცისფრო-რუხი აქვთ, ხოლო 6–8 გარე მომქნევი ბუმბულის წვერი — შავი, დანარჩენი შებუმბვლა თეთრია. ზამთარში თხემი, კეფა და ქეჩო ურუხდება, თვალებს უკან და ზოგჯერ გააჩნია ნახევარწრეები. ნისკარტი ყვითელია, თვალის გარშემო არსებული წრე წითელი, ფეხები შავი. დედალ-მამალი ერთმანეთს ჰგავს; ახალგაზრდა ფრინველებს ფრთების ზემოთა მფარავ ბუმბულებსა და ბოლოს წვერებზე არებული მუქი ზოლები გამოარჩევს.

გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მაღალ განედებში. ბუდობს ზღვის სანაპიროებისა და კუნძულების ციცაბო კლდეებზე, სამხრეთით ჩ. გ. 40°-მდე; გამრავლების პერიოდის გარდა ფართოდ მომთაბარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზღვებზე (ჩ. გ. 84°-დან 35°-მდე).

უმთავრესად იკვებება პლანქტონური უხერხემლოებითა (კიბოსნაირებით, მოლუსკებით, მედუზებით, ჭიებით) და მცირე ზომის თევზებით, ზამთარში აგრეთვე თევზის სარეწის ნარჩენებითა და მძორით.

სახლობს კოლონიებად, რომლებიც მოიცავს რამდენიმე ათეულიდან 100 ათასამდე წყვილს; სხვა თოლიასებრთა და ალკასებრთა ოჯახის ფრინველებთან ერთად ბუდობის დროს აყალიბებენ ფრინველთა ბაზრებს. წყვილი ბუდეს ჩვეულებრივ კლდეების ვიწრო კარნიზებზე აგებს, მასალად იყენებენ ხავსებს, გამხმარ ბალახსა და წყალმცენარეებს, ამაგრებს ტალახითა და სკინტლით. დედალი დებს 1–3 (უფრო ხშირად 2) კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი 25–28 დღის განმავლობაში. 43–47 დღის ასაკის ბარტყები ფრენას იწყებენ. მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი თოლიაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 53, 117, 232, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.