სამეფო წყალი
სამეფო წყალი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | აზოტმჟავას ჰიდროქლორიდი |
ქიმიური ფორმულა | HNO3+3 HCl |
ფიზიკური თვისებები | |
მდგომარეობა (სტ. პირ.) | წითელი, ყვითელი ან ოქროსფერი სითხე[1] |
სიმკვრივე | 1.01–1.21 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −42 °C |
დუღილის ტემპერატურა | 108 °C |
NFPA 704 |
სამეფო წყალი — აზოტმჟავასა და ქლორწყალბადმჟავას ნარევი, მოლური თანაფარდობით შესაბამისად 1:3-თან. არის მოყვითლო-ფორთოხლისფერი (ზოგჯერ წითელი) მბოლავი სითხე. სახელი ეწოდა ალქიმიკოსების მიერ, რადგან მასში იხსნებიან კეთილშობილი ლითონები, როგორებიცაა ოქრო და პლატინა, მაგრამ არა ყველა ლითონი. მისი საშუალებით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის ოქროს (99,999% სისუფთავით) მიღება.
მიღება და დაშლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავას და კონცენტრირებულ აზოტმჟავას შერევისთანავე იწყება ქიმიური რეაქციები. შედეგად კი წარმოიქმნება არასტაბილური პროდუქტები, ნიტროზილის ქლორიდი[2] და ქლორის აირი. ამ არასტაბილური პროდუქტების ხსნარიდან გამოდევნის შედეგად, სამეფო წყალი კარგავს თავის თვისებებს.
- HNO3 (ხს) + 3 HCl (ხს) → NOCl (აირ) + Cl2 (აირ) + 2 H2O (თხ)
შემდგომში ნიტროზილის ქლორიდი იშლება აზოტის მონოქსიდისა და ქლორის გამოყოფით. ვინაიდან რეაქცია არ არის შექცევადი ტიპის, ამიტომაც ნიტროზილქლორიდისა და ქლორის გარდა, ხსნარი შეიცავს აზოტის ოქსიდსაც.
- 2 NOCl (აირ) → 2 NO (აირ) + Cl2 (აირ)
იმის გამო, რომ აზოტოვანი ოქსიდი ურთიერთქმედებს ატმოსფეროს ჟანგბადთან, ხსნარი ასევე შეიცავს აზოტის დიოქსიდს (NO2).
- 2 NO (აირ) + O2 (აირ) → 2 NO2 (აირ)
ქიმია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოქროს გახსნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამეფო წყალში იხსნება ოქრო, თუმცა ხსნარის შემადგენელი ვერცერთი მჟავა ვერ გახსნის მას მარტო, რადგან, ამ კომბინაციაში, თითოეული მათგანი ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას. აზოტმჟავა ძლიერი მჟვაა, რომელიც აყალიბებს ოქროს ანიონებს (Au3+). ქლორწყალბადმჟავა წარმოქმნის ქლორის ანიონებს, რომლებიც ურთიერთქმედებს ოქროს იონებთან და აფორმირებს ოქროს ტერტაქლორიდის ანიონს (AuCl4−). რეაქციები მიმდინარეობს შემდეგნაირად:
- Au + 3 HNO3 + 4 HCl ⇌ [AuCl4]- + 3 [NO2] + [H3O]+ + 2 H2O
- ან
- Au + HNO3 + 4 HCl ⇌ [AuCl4]- + [NO] + [H3O]+ + H2O.
თუ სამეფო წყალი მხოლოდ ოქროს შეიცავს, მისგან შეიძლება ოქროს მჟავას მიღება ხსნარის ამოშრობით, ხოლო ოქროს მიღების საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა:გოგირდის დიოქსიდი, ჰიდრაზინი, მჟაუნმჟავა და სხვა.[3] მოყვანილია გოგირდის დიოქსიდის მაგალითი:
- 2 AuCl4- (ხს) + 3 SO2(აირ) + 6 H2O (თხ) → 2 Au (მყ) + 12 H+ (ხს) + 3 SO42-(ხს) + 8 Cl- (ხს).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chemistry Comes Alive! Aqua Regia
- Aqua Regia at The Periodic Table of Videos (University of Nottingham)
- Demonstration of Gold Coin Dissolving in Acid (Aqua Regia)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Eintrag zu Königswasser in der GESTIS-Stoffdatenbank des IFA, abgerufen am 26. Januar 2013.
- ↑ Brockhaus ABC Chemie, VEB F. A. Brockhaus Verlag, Leipzig 1965, S. 714.
- ↑ Renner, Hermann; Schlamp, Günther; Hollmann, Dieter; Lüschow, Hans Martin; Tews, Peter; Rothaut, Josef; Dermann, Klaus; Knödler, Alfons; et al. "Gold, Gold Alloys, and Gold Compounds". Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry. Weinheim: Wiley-VCH. doi:10.1002/14356007.a12_499.