სამეფო გვიმრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამეფო გვიმრა
სამეფო გვიმრა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  შიშველთესლოვნები
კლასი:  გვიმრანაირნი
ოჯახი:  ოსმუნდისებრნი
გვარი:  გვიმრა
სახეობა:  სამეფო გვიმრა
ლათინური სახელი
Osmunda regalis L.
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 164368

სამეფო გვიმრა (ლათ. Osmunda regalis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მოკლე, მსხვილი და დატოტვილი ფესურა აქვს. ფოთოლი ორჯერფრთისებრია, ძალიან დიდი – 1-1,5 მ-მდე – სიგრძისა. სორუსები ფოთლის ზედა ნაწილის ნაკვთების ორივე მხარეზე სხედან. სპორები ვითარდება მაის-ივნისში. იშვიათი მცენარეა. საქართველოში გავრცელებულია აფხაზეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში. იზრდება კოლხეთის დაბლობის ჭაობიან ტყეებსა და ჭაობებში. მისი პოპულაციები დაცულია კოლხეთის ეროვნულ პარკსა და ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში.

Osmunda-ს გვარის 12-13 სახეობა გავრცელებულია დედამიწის ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელსა და ტროპიკული სარტყლის მთებში. საქართველოში მხოლოდ ეს სახეობაა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავით ქიქოძე, მაია თავართქილაძე, თეიმურაზ სვანიძე., საქართველოს მცენარეები. საველე მეგზური, თბ., 2007. — გვ. 16.