სამესი (კომაგენე)
სამესი | |
---|---|
Շամուշ | |
კომაგენეს სატრაპი | |
მმართ. დასაწყისი: | დაახ. ძვ. 260 წელი |
წინამორბედი: |
იერვანდ III (სომხეთისა და სოფენეს მეფე) |
მემკვიდრე: | არშამ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
შვილები: | არშამ I |
დინასტია: | ერვანდუნების დინასტია |
მამა: | იერვანდ III |
სამესი (სომხ. Շամուշ) — კომაგენეს სატრაპი ერვანდუნების დინასტიიდან. სამესი სომხეთის მეფის იერვანდ III-ის ვაჟი იყო, სამესი დაახლოებით ძვ. წ. 260 მართავდა კომაგენეს სატრაპიას, მის შემდეგ კი მმართველობა მისმა ვაჟმა არშამ I-მ განაგრძო.
როგორც ჩანს, პტოლემეების სამეფოსა და სელევკიდების იმპერიას შორის არსებულმა ომებმა, სამესს დამოუკიდებლობის საშუალება მისცა. დანამდვილებით უცნობია თუ რა სახით ღებულობდა მონაწილეობას სამესი სირიულ ომებში, დღეისათვის წყაროთა უმეტესობა დაკარგულია, თუმცა სავარაუდოდ სამესი პტოლემეებს უჭერდა მხარს, დიდი მეზობლის სელევკიდების წინააღმდეგ ბრძოლაში.
წყაროთა უმეტესობის მიხედვით სომხეთისა და სოფენეს მეფის იერვანდ III-ის ვაჟი იყო. როგორც ცნობილია, იერვანდ III ძვ. წ. 260 წელს მოკლეს, ამის შემდეგ არ არსებობს ცნობები, თუ როდის განაგრძო მმართველობა სამესმა, როგორც ვარაუდობენ, მისი მმართველობა მამის გარდაცვალებიდან ძვ. წ. 260 წლიდან უნდა დაწყებულიყო.