სამედიცინო წურბელა
სამედიცინო წურბელა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Hirudo medicinalis (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Near Threatened : 10190 | |||||||||||||||||
|
სამედიცინო წურბელა (ლათ. Hirudo medicinalis) — ყბიანი წურბელების რიგის რგოლოვანი ჭია. სიგრძე 15 სმ-მდე, სიგანე დაახლოებით 1 სმ. შეფერილობა მუქია, ასევე მუქი ფერის მოხატულობით. პირის აპარატი წარმოდგენილია სამი მჭრელი ყბით. ნაწლავს აქვს წყვილი ბრმა დანამატები (ჯიბეები), სადაც იმარაგებს საკვებს (სისხლს). სანერწყვე ჯირკვლები გამოყოფენ ჰირუდინს, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას.[1]
წყალში შესულ ცხოველებს (ძირითადად ძუძუმწოვრებსა და ამფიბიებს) წურბელა დროებით ემაგრება და გაკეთებული პატარა ჭრილობიდან წოვს სისხლს. ჭამის ერთი აქტის დროს თავის მასას ზრდის 2–3-ჯერ, რის შემდეგაც თვეობით ინელებს ჩაყლაპულ საკვებს. სიცოცხლის შენარჩუნებისა და ზრდისთვის წელიწადში ორი ასეთი აქტია საკმარისი.[1]
გავრცელებულია ევროპის სამხრეთში, კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში; ძირითადად მცირე, მდორე და მდგარ წყალსატევებში. ხელოვნური მოშენებით გაზრდილი სამედიცინო წურბელები გამოიყენება მედიცინაში (სისხლის გამოშვებისას ერთი ინდივიდი შთანთქავს დაახლოებით 15 სმ³ სისხლს და ჭრილობიდან კიდევ 50 სმ³ გამოდის), მათ შორის პლასტიკურ ქირურგიაში (სისხლის წოვისას მიმაგრების ნაწილებში აღადგენენ სისხლის მიმოქცევას, ამცირებენ ინფექციის რისკს).[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Чесунов А. В. Медицинская пиявка // Большая российская энциклопедия. т. 19. — М., 2012. — стр. 505.