სამედაღა აღამალიოღლუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამედაღა აღამალიოღლუ (აზერ. Səməd Ağa Ağamalıoğlu) (დ. 27 დეკემბერი [ძვ. სტ. 15 დეკემბერი], 1867 — გ. 6 ოქტომბერი, 1930, მოსკოვი) — აზერბაიჯანელი და საბჭოთა პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. კომპარტიის წევრი 1920 წლიდან.

1905–1907 წლების რევოლუციის მონაწილე ამიერკავკასიაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა „ჰუმეთის“ მუშაობაში. 1918 წლის ბოლოდან მუშაობდა ბაქოში. 1920 წელს მუსავატური რეჟიმის დამხობის შემდეგ იყო აზერბაიჯანის სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარი. 1921 წელს აზერბაიჯანის სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 1922–1929 წლებში აზერბაიჯანის სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა შექმნიდან (1922) — ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა (ასფარ) ცაკ-ის ერთ-ერთი თავმჯდომარე. სსრკ საბჭოების I ყრილობაზე (1922) სამედაღა აღამალიოღლუ აირჩიეს სსრკ ცაკ-ის წევრად, შემდეგ სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრად. იყო აზერბაიჯანის კპ (ბ) ცენკრალური კომიტეტის და საკავშირო კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი. ხელმძღვანელობდა ლათინური ანბანის შემოღებას საბჭოთა აღმოსავლურ რესპუბლიკებში. ავტორია ნაშრომებისა აღმოსავლეთში რევოლუციური მოძრაობისა და კულტურული რევოლუციის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]