სამგორის ვაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამგორის ველი)

სამგორის ვაკე, სამგორის ველიივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მდინარეებს მტკვარსა და იორს შორის. მოიცავს მდინარეების ლოჭინისა და გლდანისხევის აუზებს. სიმაღლე ზღვის დონიდან საშუალოდ 550—650 მ-ია. აგებულია ძირითადად მესამეულის კონტინენტური ნალექებით. ვაკის ზედაპირი ტალღობრივია, დახრილია სამხრეთისკენ და გადაკვეთილია მდინარეების ლოჭინის, გლდანისხევის, ორხევისა და მათი შენაკადების ხეობებით. ვაკეზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, სამხრეთით თანდათან იცვლება ნახევრად მშრალი ჰავით. ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული — ცხელი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 11—12 °C, იანვრის 0,0 °C-დან 2,0 °C-მდე, აგვისტოს 20—24 °C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა — 20—22 °C. აბსოლუტური მაქსიმუმი 37—38 °C. ნალექები 450—650 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმალური მაისშია, მინიმალური — იანვარში. ვაკეზე იცის სეტყვა. მდინარეები საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში. ჭარბობს რუხი ყავისფერი ნიადაგები, გვხვდება შავმიწისებრი და ბიცობი ნიადაგი. ვაკეზე ძირითადად სტეპური ბალახმცენარეულობა და ჯაგეკლიანებია (შიბლიაკი). სამგორის ვაკის უმეტესი ნაწილი სარწყავი სასოფლო-სამეურნეო სავარგულია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]