სამარხი (სახსარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამარხი.

სამარხი, სამკვდრო, სამკუდრო — მიცვალებულის დასაკრძალავად გასაწევი ხარჯის სახსარი ძველ საქართველოში. მიცვალებულისეული ქონების საამისო ნაწილის გარდა სამარხი ერქვა ამ დანიშნულებით წინასწარვე გადადებულ სახსარსაც, რომელიც ძირითადად მოძრავი ქონებიდან გამოყოფდნენ. ოჯახის გაყრისას სამარხიგამოიყოფოდა მოხუცი დედ-მამისათვის, ქვრივი უძეო რძლისათვის, ობოლი ქალისათვის.

სამარხი ერქვა აგრეთვე მოკლულის დასაკრძალავი ხარჯების საზღაურს, რომელიც მკვლელს ან მისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფურცელაძე დ., ქსე, ტ. 8, გვ. 708, თბ., 1984