სამარსკოეს სამების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამარსკოეს სამების ტაძარი
სამარსკოეს სამების ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა სამარსკოე
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1850-იანი წლები
Images.png გარე სურათები
Image-silk.png სამარსკოეს სამების ტაძარი


სამარსკოეს სამების ტაძარი (რუს. Храм Троицы) — მართლმადიდებლური ეკლესია აზოვის რაიონის სოფელ სამარსკოეში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

მისამართი: 346751, რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი სამარსკოე, პირველი მაისის შესახვევი № 84.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის 50-იან წლებში როსტოვის ოლქის სოფელ სამარსკოეში ააგეს ხის ეკლესია[1]. ახალი ეკლესია იყო ერთსაკურთხევლიანი, მასზე მიშენებული იყო აგურის სამრეკლო. ზარები ჩამოსხმული იყო ყოველგვარი წარწერებისა და გამოსახულებების გარეშე. ეკლესია შემოღობილი იყო რკინის მესრით, ჰქონდა ასევე რკინის კარი. ეკლესიაში დაკრძალულნი იყვნენ მღვდლები: მამა სტეფანე და მამა როდიონი.

თავდაპირველად ეკლესიის მსახურთა სიაში შედიოდა მღვდელი და მეფსალმუნე. XX საუკუნის დასაწყისში ეკლესიაში მოღვაწეობდა ორი მღვდელი: მამა ავტანომ ივანოვი და მამა თევდორე ზაიცევი, მეფსალმუნე ალექსი ბაშინსკი და დიაკვანი იოანე ივანოვი.

საბჭოთა ხელისუფლების წლებში 1931-1932 წლებში ეკლესია დაანგრიეს. ეკლესიის აგური გამოიყენეს სოფლის საავადმყოფოს ასაშენებლად. ეკლესიისაგან დარჩა მხოლოდ ღობე, ისიც მხოლოდ XX საუკუნის 60-იან წლებამდე იდგა. ამჟამად ყოფილი სამების ეკლესიის ადგილზე დგას სამარსკოეს № 1 საშუალო სკოლა.

1991 წელს სოფელ სამარსკოეში კვლავ ჩამოყალიბდა სამების მრევლი. მათ ღვთისმსახურებისთვის გადაეცათ შესყიდვების კანტორის შენობა. 1991 წელსვე აქ გაიხსნა სამლოცველო სახლი.

1990-იან წლებში სოფელში გადაწყვიტეს აეშენებინათ ახალი აგურის ეკლესია. მომავალი ეკლესიის ასაშენებლად მრევლს გადაეცა ადგილი პირველი მაისის შესახვევთან. ეკლესია ააგეს მრევლის შემოწირულობით. 1998 წელს უკვე ამოიყვანეს კედლები. 2007 წელს ეკლესიას დაადგეს გუმბათი, ჩაუყენეს ფანჯრები, შიგნიდან შელესეს, დააგეს ბეტონის იატაკი. 2008 წელს ეკლესიას ჩაუყენეს კარი. 2010 წლის აპრილში ეკლესიის კედლებში გაიმართა სააღდგომო ღვთისმსახურება. 2012 წლის 7 აპრილიდან კი ეკლესიაში მუდმივად მიმდინარეობს მსახურება. ტაძართან მოქმედებს საკვირაო სკოლა.

ეკლესიის წინამძღვრია იაკობი (ოლიხოვატოვი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]