სამარის ზოოპარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამარის ზოოპარკი
გახსნის თარიღი 1992
ტერიტორიის ფართობი 0,23 ჰა
ცხოველების რაოდენობა 1727
სახეობების რაოდენობა 236 (129 მათგანი შეტანილია წითელ წიგნში)
სტუმრების წლიური რაოდენობა 123 000
წევრობა ზოოპარკებისა და აკვარიუმების ევრაზიის რეგიონული ასოციაციის მოქმედი წევრი
მთავარი ექსპონატები რუსეთის ზოოპარკებისა და აკვარიუმების კავშირი

სამარის ზოოპარკი (რუს. Самарский зоопарк) — ზოოლოგიური პარკი რუსეთის ქალაქ სამარაში.

ცხოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოოპარკის სახეობებს შორის წარმოდგენილია: ამურის ვეფხვი, ამურის ჯიქი, აფრიკული ლომი, შავი იაგუარი, მურა დათვი, მაიმუნი, ფარშავანგი, არწივი და ფსოვი, ზარნაშო, ნილოსის ნიანგი, ეგზოტიკური გველების სახეობები, პირანიები და სხვა საინტერესო ცხოველები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამარის ზოოპარკის დაარსების თარიღად 1992 წლის 16 იანვარი ითვლება. ზოოპარკის თავდაპირველი კოლექცია, კოოპერატივ „Теремок“-ის საკუთრებაში მყოფი ცხოველებისგან შედგებოდა, რომელიც 46 სახეობის 80 ცხოველს მოიცავდა. სამარის ზოოპარკის დამაარსებელი და პირველი დირექტორი ალექსეი დეგტიარევი იყო. 1997 წლის დეკემბრამდე სამარის ზოოპარკი ცხოველების მოძრავ კოლექციას წარმოადგენდა, რომლებიც ზაფხულში იური გაგარინის პარკში, ხოლო ზამთარში - ჟიგულევსკის ბაღების სათბურებში იყვნენ. ცხოველები პირობები და კვება გაუმჯობესებას საჭიროებდა. მიუხედავად იმისა, რომ 1997 წელს სამარის ზოოპარკმა 0,23 ჰექტარი ფართობის მუდმივი ადგილსამყოფელი მიიღო, ცხოველების პირობები არ გაუმჯობესებულა.

2006 წელს სამარის ზოოპარკი სამარის ოლქის კულტურის სამინისტროს მფლობელობაში გადავიდა, ხოლო ზოოპარკის ხელმძღვანელად ოლეგ შეპტალოვი დაინიშნა. ამის შემდეგ ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვალა. დღეს სამარის ზოოპარკი ადგილობრივი მაცხოვრებლების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია (ზოოპარკის მნახველთა რიცხვი 3.5-ჯერ გაიზარდა). ასენდა ცხოველტა ახალი სადგომები - ეკოგალერეა, აკვატერარიუმი, ავიარიუმი, მტაცებლებისა და ჩლიქოსანი ცხოველების ვოლიერები. ფრინველებისთვის მოეწყო ორი საგუბარი. ცხოველების კვება რუსეთის წამყვანი ზოოპარკის - მოსკოვის ზოოპარკის კვების რაციონის მიხედვით ხორციელდება.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]