სამართლის წიგნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სამართლის წიგნი, კანონთა სისტემური კრებულის (იშვიათ შემთხვევებში - სასამართლო გადაწყვეტილების) ძველი ქართული სახელწოდება. ხშირად „სამართლის წიგნის“ მაგიერ შეკლებული გამონათქვამი „სამართალი“ იხმარებოდა. სამართლის წიგნი სამართლის სხვადასხვა დარგის ნორმებს აერთიანებდა. მის ცალკეულ დარგობრივ ნაწილებს „კარი“ ეწოდებოდა (მაგ., „კარი ქურდობისა“ და „კარი ნასყიდობისა“ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში). ჩვენამდე მოღწეული ქართული ეროვნული სამართლის წიგნებიდან უძველესია ბაგრატ კურაპალატის სამართალი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი - „სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა“. ზოგიერთი სამართლის წიგნი ადგილობრივი დანიშნულებისა იყი (მაგ., გიორგი ბრწყინვალის „ძეგლის დადება“ მთიულეთისათვის) და პოლიტიკურ განკერძოებულობასაც გამოხატავდა (ბექას და აღბუღას სამართლის წიგნი სამცხე-საათაბაგოს სამთავროში).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 8, გვ. 706, თბ., 1984