სამართლის მაცნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამართლის მაცნე
სპეციალიზაცია სამართალი
ენა ინგლისური და ქართული (საიტის ენა)
მთავარი რედაქტორი ზურაბ ჭყონია
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი სამართლის მეცნიერთა კავშირი
პირველი გამოცემის თარიღი ივლისი, 2020
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დაფუძნდა 15 დეკემბერი, 2019
რედაქციის მისამართი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, IV კვარტალი
გამოცემის სიხშირე წელიწადში ორჯერ — ივლისში და დეკემბერში
ტიპი ელექტორნული ჟურნალი
ISSN 2667-9434

სამართლის მაცნე (ინგლ. Herald of Law) — სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალი, რომელსაც გამოსცემს სამართლის მეცნიერთა კავშირი.[1] დაარსდა 2019 წლის 15 დეკემბერს თბილისში. პირველი ნომერი გამოვიდა 2020 წლის ივლისში,[2] რომლის წარდგენის ღონისძიება იმავე წლის 21 ოქტომბერს გაიმართა.[3] ჟურნალის მთავარი რედაქტორია — ზურაბ ჭყონია.[4]

ჟურნალი ღია წვდომისაა და მასში გამოქვეყნებული სრული მასალა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები რეფერირდება ინსტიტუტ „ტექინფორმის“ გამოცემაში „ქართული რეფერატული ჟურნალი“.[5]

ჟურნალი ქვეყნდება წელიწადში ორჯერ — ივლისში და დეკემბერში. შესაძლებელია, ასევე, გამოიცეს დამატებით სპეციალური ნომერი. სტატიები ქვეყნდება უსასყიდლოდ, ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურ ენოვან აბსტრაქტთან და ბიბლიოგრაფიასთან ერთად).[6]

ჟურნალის მისიაა „სამართლის მეცნიერების განვითარების და სამოქალაქო საზოგადოებაში სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლების ხელშეწყობა“.[5]

ჟურნალის მიერ სამეცნიერო სტატიების შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით და ორმხრივად ფარული (ანონიმური) რეცენზირების გზით.[5]

იგი თანამშრომლობს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე სახელისუფლებო ორგანოებთან. მისი სარედაქციო კოლეგია შედგება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების და მკვლევარებისგან. ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი ISSN 2667-9434.[7] ჟურნალი შესულია და ინდექსირდება ათამდე საერთაშორისო სამეცნიერო გლობალურ ბაზაში. ჟურნალში ნაშრომები გამოქვეყნდება – Creative Commons ლიცენზიით (CC BY-SA). ჟურნალი ბუდაპეშტის ღია წვდომის დეკლარაციის ხელმომწერია.[8] ამასთან, ჟურნალის გამომცემელი „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ არის ბერლინის ღია წვდომის დეკლარაციის ხელმომწერი.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟურნალი სამართლის მაცნე. უმაღლესი სასწავლებელი „მილენიუმი“ (15 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2021.[მკვდარი ბმული]
  2. „სამართლის მაცნე“. Iverieli. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2021.
  3. უნივერსიტეტი მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს საერთაშორისო-სამეცნიერო ჟურნალთან „სამართლის მაცნე“. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2021.
  4. ჟურნალ „სამართლის მაცნე“-ს მთავარ რედაქტორად ზურაბ ჭყონიას არჩევა. სამართლის მეცნიერთა კავშირი (30 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2021.
  5. 5.0 5.1 5.2 ჟურნალ „სამართლის მაცნე“-ს კონცეფცია. Heraldoflaw.com. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2021.
  6. Herald of law. International Scientific Indexing. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2021.
  7. Herald of Law. International Standard Serial Number. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2021.
  8. View Organization Signatures. Open Access. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022.
  9. Signatories. Openaccess.mpg.de. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022.