სამართლიანი სასამართლოს უფლება
სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს, რომ სასამართლო ფუნქციონირებდეს კანონის საფუძველზე და მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი.[1] სამართლიანი სასამართლო გულისხმობს, რომ სასამართლო სათანადოდ იცავს ყველა პროცედურას და თანაბრად ექცევა ყველა მხარეს, რათა იყოს სამართლიანი და ეფექტური, განურჩევლად გადაწყვეტილებისა და შედეგისა. სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს რიგ პროცედურულ გარანტიებს, რომლებიც ხელს უწყობს სასამართლო პროცესის სამართლიანობის უზრუნველყოფას, მათ შორისაა: საჯარო მოსმენა, განხილვა გონივრულ ვადაში, ადვოკატთან წვდომა ან საკუთარი თავის წარმომადგენლობის შესაძლებლობა, დასაბუთებული გადაწყვეტილება.[1]
სამართლიანი სასამართლოსთან დაკავშირებული სხვადასხვა უფლებები მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-10 მუხლში, აშშ-ის კონსტიტუციის შესწორებებში, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კონსტიტუციასა და დეკლარაციაში. სამართლიანი სასამართლოს უფლებით გათვალისწინებული პროცედურები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.[2]
განსაზღვრებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამართლიანი სასამართლოს უფლების დამცავი ნორმები ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტა დაედგინა საერთო სტანდარტი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.[1] 1948 წელს მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც მე-10 მუხლში წერია:
ყველას აქვს სრული თანასწორობით სამართლიანი და საჯარო მოსმენის უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის მიერ მისი უფლებებისა და მოვალეობების და მის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სისხლის სამართლის ბრალდების განსაზღვრისას.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 სამართლიანი სასამართლოს უფლება - ადამიანის უფლებათა გზამკვლევი
- ↑ Doswald-Beck, Louise. Fair Trial, Right to, International Protection, Max Planck Encyclopedia of Public International Law
- ↑ Universal declaration of Human Rights. United Nations.