სამან ყურბანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამან ყურბანოვი
დაბადების სახელი 12 აგვისტო, 1938
დაბადების თარიღი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
გარდაცვალების თარიღი 24 დეკემბერი, 1999
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ

სამან შამილ ოღლი ყურბანოვი (აზერ. Sənan Şamil oğlu Qurbanov; დ. 12 აგვისტო, 1938 — გ. 24 დეკემბერი, 1999) — აზერბაიჯანელი მოქანდაკე და გრაფიკოსი, აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრი, სსრკ-ს მხატვართა კავშირის წევრი. საკავშირო და რესპუბლიკური გამოფენების მონაწილე. აზერბაიჯანის თეატრების სპექტაკლების დამდგმელ-მხატვარი. აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი.

დაიბადა 1938 წლის 12 აგვისტოს ქალაქ ბაქოში. 1955-1959 წლებში სწავლობდა აზიმ აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1960—1963 წწ. გააგრძელა სწავლა ლენინგრადის ვ. მუხინას სახელობის უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში, ამჟამინდელი ა. შტიგლიცის სახელობის აკადემია სკულფტურის ფაკულტეტზე. 1963 წელს გარიცხულ იქნა სასწავლებლიდან „დასავლური ბურჟუაზიული გავლენის“ გამო. იგი დაბრუნდა ბაქოში. 1967 წელს მან დაამთავრა მ. ალიევას სახელობის ხელოვნების აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თეატრალური რეჟისორობის ფაკულტეტი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]