სალტიკოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალტიკოვის სახლი
Дом Салтыкова
კოორდინატები 59°56′46″N 30°19′50″E / 59.946189° ჩ. გ. 30.330472° ა. გ. / 59.946189; 30.330472
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ჯაკომო კვარენგი
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1784-1788
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810576000

სალტიკოვის სახლი (რუს. Дом Салтыкова) — განცალკევებული სახლი. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში სამეფო სანაპიროზე. სახლის მშენებლობა დასრულდა 1788 წელს. მოგვიანებით, იგი რამდენჯერმე გადაკეთდა, ჩვენამდე მოღწეული შენობის პროექტი შეიმუშავა არქიტექტორებმა კვარინგმა, კარლ როსიმ, ჰარალდ ბოშემ და კ. ი. ლორენცზენმა. 1818-1828 წლებში, სახლის ტერიტორიაზე იყო ეკლესია. სალტიკოვის სახლი გამოირჩევა მდიდრული ინტერიერით. XIX საუკუნეში, სალტიკოვის შთამომავლები არაერთხელ ცდილობდნენ სახლის აღდგენას. თუმცა 1843-1844 წლებში პროექტი შეცვალა არქიტექტორმა ბოშმა. ა. ვ. სუვოროვი ამ სახლს რამდენჯერმე ეწვია. 1812 წლის ზაფხულში მ. ი. კუტუზოვი ამ სახლში რუსეთის არმიის მეთაურად აირჩიეს, სამხედრო კოლეგიის პრეზიდენტ, მარშალ ნ. სალტიკოვის ოფისში. სალტიკოვის შთამომავლები სახლის მფლობელები 1917 წლამდე იყვნენ, მაგრამ ისინი აქ არ ცხოვრობდნენ, რადგანაც სახლი გაქირავებული ჰქონდათ დაახლოებით 90 წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის საელჩოებზე. ასე მაგალითად: 1829-1855 წლებში აქ იყო ავსტრიის საელჩო განთავსებული, 1855 წლიდან სახლის მესამე და მეოთხე სართული ეკუთვნოდა დანიის საელჩოს; 1863 წლიდან 1918 წლამდე შენობაში განთავსებული იყო ბრიტანეთის საელჩო. 1818-1823 წლებში, სასახლეში აღდგა ძირითადი კიბეები, დაარსდა სახლის ტაძარი და გაშენდა ბაღი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შენობა ეკუთვნოდა ინსტიტუტს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Канн П. Я. Прогулка от Летнегно дворца до Зимнего дворца по Дворцовой набережной Санкт-Петербурга. — СПб.: Петербургский и К, 1996.
  • Н. Л. Корсакова. Дипломатические представительства // Энциклопедия Санкт-Петербург.
  • Соловьёва Т. А. Дворцовая набережная. — СПб.: Крига, 2005. — С. 151—155. — 176 с.
  • Измозик В. С. Пешком по Миллионной. — СПб.: Общество «Знание» СПб и Лен. Области, 2004. — С. 26—29.
  • Зуев Г. И. Течёт река Мойка... От Фонтанки до Невского проспекта. — М.: Центрполиграф, 2012. — С. 234—248. — 640 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]