სალსა გოლფი
|
სალსა გოლფი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ დაწესებულებაში. | |
| ტიპი | საწებელი |
|---|---|
| წარმოშობის ადგილი | არგენტინა |
| შემქმნელი | ლუის ფედერიკო ლელუარი |
| გამოგონების წელი | 1920-იანები |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცივი |
სალსა გოლფი — ცივი საწებელი სქელი კონსისტენციით, რომელიც გავრცელებულია არგენტინაში. მზადდება მაიონეზისა და პომიდვრის სხვადასხვა სოუსის ბაზაზე (მაგ. კეტჩუპი). სალსას უმატებენ პიმენტოს, ორეგანოსა და ძირას.[1][2]
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სოუსი გამოიგონა ექიმმა ლუის ფედერიკო ლელუარმა 1920-იანი წლების შუა პერიოდში, ზღვისპირა კურორტ მარ-დელ-პლატას გოლფის კლუბში. ის კრევეტებს მიირთმევდა, თუმცა ერთფეროვნად მოეჩვენა მხოლოდ მაიონეზის გარნირი, ამიტომ მიმტანს სთხოვა სხვადასხვა ინგრედიენტის (ძმარი, ლიმონი, მდოგვი, კეტჩუპი და ა.შ.) მოტანა, რომლებიც ერთმანეთს შეურია. მისი ფავორიტი კომბინაცია კეტჩუპი და მაიონეზი გახდა. ლელუართან ერთად მყოფებმა მიღებულ საწებელს სალსა გოლფი დაარქვეს და ის მალევე გავრცელდა მეზობელ ურუგვაისა[3][4][5] და ჩილეში.[6]
რეცეპტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს სალსა გოლფის რამდენიმე რეცეპტი, მაგრამ მთავარი ინგრედიენტები ძირითადად მაიონეზი და კეტჩუპია. სოუსს არგენტინული არომატის მისაცემად უმატებენ სხვადასხვა სანელებელს, როგორიცაა პიმენტო, ორეგანო და ძირა. ნარევში ასევე შეიძლება შეგვხვდეს ვუსტერშირის სოუსი და მდოგვი[7] .
სალსა გოლფს იყენებენ სალათების, ხორცისა და სხვა საკვებისთვის არომატის მისაცემად და ის ტიპური არგენტინული კერძის, პალმიტოს ენ სალსა გოლფის მთავარი ინგრედიენტია.
პარაგვაიში სალსა გოლფს ზოგჯერ მწყერის კვერცხთან ერთად ამზადებენ. სამხრეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ ეს საწებელი ცნობილია, როგორც მარი როუზის სოუსი ან ფრაის სოუსი.
არგენტინულ კერძს რევუელტო გრამახო ხშირად სალსა გოლფთან ერთად მიირთმევენ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Receta Salsa golf es (2020-07-27). ციტირების თარიღი: 2022-05-30
- ↑ Salsa Golf - Bolivian Salad Dressing. ციტირების თარიღი: 2022-05-30
- ↑ Exton, John H. (2013). Crucible of Science: The Story of the Cori Laboratory. Oxford University Press, გვ. 45. ISBN 9780199861088.
- ↑ Ego Ducrot, Victor (1998). Los sabores de la Patria: Las Intrigas de La Historia Argentina Contadas Desde La Mesa y La Cocina (es). Grupo Editorial Norma. ISBN 9789580447030.
- ↑ Rosen, Marty (April 2, 2010). „Restaurant Review - Palermo Viejo: The allure of Argentina“. Louisville Courier-Journal.
- ↑ Univision. Salsa Golf. No es para jugar, es para aderezar spanish. ციტირების თარიღი: 2023-03-17
- ↑ Jacob, Jeanne; Ashkenazi, Michael (2014) The World Cookbook: The Greatest Recipes from Around the Globe. ABC-CLIO, გვ. 46–47. ISBN 9781610694698.