შინაარსზე გადასვლა

სალონიკის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალონიკის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ქალაქი სალონიკი
გახსნის თარიღი 30 ნოემბერი 2024 წ.
ხაზის სიგრძე 14,38 კმ
სადგურთა რაოდენობა 18
ხაზთა რაოდენობა 2
მგზავრები დღეში 74 000
მგზავრები წელიწადში 27 მლნ. (2025 წ.)
ხაზების სქემა

სალონიკის მეტროპოლიტენი (ბერძ. Μετρό Θεσσαλονίκης) — საბერძნეთის მეორე მეტროპოლიტენი ქალაქ სალონიკში.

სალონიკისთვის მეტროს სისტემის შექმნა ჯერ კიდევ 1918 წელს იწყება, როდესაც თომას ჰეიტონ მაუსონმა და ერნესტ ჰებრარდმა წამოაყენეს წინადადება სალონიკის მეტროპოლიტენის რკინიგზის შექმნის შესახებ.[1] 1968 წელს წრიული მეტროს ხაზზე იყო საუბარი. სერიოზული საუაბრი მეტროს მშენებლობაზე დაიწყეს 1987 წელს. 1988 წელს მშენებლობა დაიწყო კიდეც, მაგრამ ფინანსების არქონის გამო შეჩერდა.[2] 1918 და 1988 წლების წინადადებები თითქმის იდენტური მარშრუტით ემთხვეოდა ამჟამინდელ პირველ ხაზს.

სალონიკის ამჟამინდელი მეტროს მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და კლასიფიცირებულია, როგორც მეგაპროექტი: მისი ბიუჯეტი 1,57 მილიარდი ევროა (1,77 მილიარდი დოლარი).[3] პირველი და მეორე ხაზი ამჟამად მშენებლობის პროცესშია და ექსპლუატაციაში შევა ეტაპობრივად 2023 წლიდან 2024 წლამდე.[4][5] პირველი ხაზი არის 9 კმ სიგრძის და მოიცავს 13 სადგურს, ხოლო მეორე ხაზი არის 4,8 კმ სიგრძის და პირველი ხაზის 11 სადგურზე დარეკვის გარდა ჩერდება კიდევ ხუთ სადგურზე.[6][7] მშენებლობის დროს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები გაკეთდა და მეტროპოლიტენის ზოგიერთ სადგურზე განთავსდება არქეოლოგიური გამოფენები.[8] სადგურ ვენიზელუზე მოეწყობა მსოფლიოში პირველი ღია არქეოლოგიური გამოფენა მეტროსადგურში.[9]

იგეგმება მეორე ხაზის გაგრძელება მარყუჟისებურად დასავლეთის მიმართულებით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით აეროპორტისაკენ.[10] დასავლეთის გაფართოება უფრო პრიორიტეტია, ვიდრე აეროპორტის მიმართულება, რადგან აეროპორტს მოემსახურება 10 წუთიანი სატრანსპორტო სამგზავრო ავტობუსი მე-2 ხაზის, მიკრას სადგურამდე.[7]

2023 წელს გახსნის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ მეტროთი ყოველდღიურად 320 000 ადამიანი ისარგებლებს, ანუ ყოველწლიურად 116 მილიონი ადამიანი.[11]

პირველი ხაზი, სიგრძით 9,6 კმ, ექსპლოატაციაში შევიდა 2024 წლის 30 ნოემბერს, ხოლო მეორე ხაზი, სიგრძით 11,38 კმ, 2026 წლის 27 აგვისტოს.

  • ახალი ვაგზალი (Νέος σιδηροδρομικός σταθμός) – პირველი და მეორე ხაზი
  • დიმოკრატიასი (Δημοκρατίας) – პირველი და მეორე ხაზი
  • ვენიზელუ (Βενιζέλου) – პირველი და მეორე ხაზი
  • აია სოფია (Αγία Σοφία) – პირველი და მეორე ხაზი
  • სინდრივანი (Σιντριβάνι) – პირველი და მეორე ხაზი
  • უნივერსიტეტი (Πανεπιστήμιο) – პირველი და მეორე ხაზი
  • პალაფი (Παπάφη) – პირველი და მეორე ხაზი
  • ეფკლიდი (Ευκλείδη) – პირველი და მეორე ხაზი
  • ფლემინგი (Φλέμιγκ) – პირველი და მეორე ხაზი
  • ანალიპსეოსი (Αναλήψεως) – პირველი და მეორე ხაზი
  • 25 მარტი (25ης Μαρτίου) – პირველი და მეორე ხაზი
  • ვულგარი (Βούλγαρη) – პირველი ხაზი
  • ნეა ელვეტია (Νέα Ελβετία) – პირველი ხაზი
  • ნომარხია (Νομαρχία) – მეორე ხაზი
  • კალამარია (Καλαμαριά) – მეორე ხაზი
  • არეცუ (Αρετσού) – მეორე ხაზი
  • ნეა კრინი (Νέα Κρήνη) – მეორე ხაზი
  • მიკრა (Μίκρα) – მეორე ხაზი

ჯამში სალონიკის მეტროპოლიტენის 18 სადგურიდან პირველ ხაზზე მოქმედებს 13 სადგური, ხოლო მეორე ხაზზე 16 სადგური.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Gerolympou, Alexandra (1995). Η Ανοικοδόμηση της Θεσσαλονίκης Μετά την Πυρκαγιά του 1917, Second (el), Aristotle University of Thessaloniki University Press. 
  2. ↑ Κι όμως! Το ΜΕΤΡΟ Θεσσαλονίκης είναι έτοιμο (στα χαρτιά) από το 1987! el (29 February 2016). ციტირების თარიღი: 13 August 2018
  3. ↑ Attiko Metro A.E.. Funding. ციტირების თარიღი: 5 June 2018
  4. ↑ Μετρό Θεσσαλονίκης: Χαμόγελα στα εργοτάξια μετά από χρόνια [Thessaloniki Metro: Smiles at the construction sites after years]. www.iefimerida.gr (ბერძნული). 2 March 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 August 2018. ციტირების თარიღი: 13 August 2018.
  5. ↑ Θεσσαλονίκη: Νοέμβριο του 2020 παραδίδεται η 1η γραμμή μετρό Νέα Ελβετία-Συντριβάνι [Thessaloniki: The 1st line from Nea Elvetia to Sintrivani will be opened in 2020]. www.iefimerida.gr (ბერძნული). 20 March 2018. ციტირების თარიღი: 13 August 2018.
  6. ↑ Attiko Metro A.E.. History. ციტირების თარიღი: 19 August 2018
  7. 1 2 Η Συνέντευξη τoυ Γιάννη Μυλόπουλου για το Μετρό Θεσσαλονίκης. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 August 2018. ციტირების თარიღი: 12 August 2018
  8. ↑ CONCLUSION THESSALONIKI METRO & ARCHAEOLOGICAL EXCAVATION. Attiko Metro S.A.. www.ametro.gr (12 April 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 September 2007. ციტირების თარიღი: 13 August 2007
  9. ↑ Skai TV. Ιστορίες: Μετρό Θεσσαλονίκης el. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 August 2018. ციტირების თარიღი: 13 August 2018
  10. ↑ Attiko Metro A.E.. Extensions. ციტირების თარიღი: 10 August 2018
  11. ↑ Μυλόπουλος: Το 2020 θα κυκλοφορούν καθημερινά 320.000 επιβάτες με το μετρό της Θεσσαλονίκης. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 12 August 2018