სალომე ღვინიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სალომე ღვინიაშვილი
საქმიანობა მოდელი, დიზაინერი, ტელეწამყვანი
დაბ. თარიღი 18 მაისი, 1984, თბილისი
ეროვნება ქართველი
მეუღლე ზურაბ ხიზანიშვილი
შვილები დავითი, ტასო, ნიტა

სალომე ღვინიაშვილი (დ. 18 მაისი, 1984, თბილისი) — ქართველი მოდელი, დიზაინერი, ტელეწამყვანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1984 წლის 18 მაისს, თბილისში. დაამთავრა თბილისის 55 საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც დაამთავრა დიზაინის ფაკულტეტი. 2007-2008 წლებში სწავლობდა ინგლისის სალფორდის კოლეჯში, მოდის დიზაინის სპეციალობაზე. 2010 წელს, ლონდონის წმინდა მარტინის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალურ კოლეჯში გაიარა მოდის მარკეტინგისა და მოდის დიზაინის კურსები.

2002 წლიდან იყო სააგენტო „ნატალის“ მოდელი; 2005-2006 პარიზის სააგენტო Numero-ს მოდელი. მიღებული აქვს მონაწილეობა ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე და ფოტოსესიებში.

2012-2013 წლეში იყო რეალითი შოუ „ტოპ გოგოს“ წამყვანი და ჟიურის წევრი. 2017 წლიდან არის ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმშოუს“ წამყვანი. 2015 წელს დააარსა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი SALOMÈ და არის ამ ბრენდის კრეატიული დირექტორი. 2015 წელს, თბილისის მოდის კვირეულზე შედგა მისი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სადებიუტი ჩვენება.[1] 2016-2017 წლებში მისი ჩვენება გაიმართა Mercedes Benz-ის მოდის კვირეულზე.[2]

2018 წლიდან არის საერთაშორისო ბრენდ Mango-ს ბრენდ-ამბასადორი. ასევე არის Moet & Chandon-ის ბრენდ-ამბასადორი საქართველოში.

ჰყავს მეუღლე, ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი და სამი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tbilisi Fashion Week
  2. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-30. ციტირების თარიღი: 2020-05-30.