სალომე დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალომე დადიანი და მისი მეუღლე

სალომე დადიანი-მიურატი (დ. 13 ოქტომბერი, 1848, ზუგდიდი, სამეგრელოს სამთავრო — გ. 23 ივლისი, 1913, პარიზი, საფრანგეთი) — სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისა და ეკატერინე დადიანის ქალიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1868 წელს პარიზში ცოლად გაჰყვა ნაპოლეონ I-ის მარშლისა და სიძის, ნეაპოლის ყოფილი მეფის იოაჰიმ მიურატის შვილიშვილს, იმპერატორ ნაპოლეონ III–ის ფლიგელადიუტანტს, პრინც აშილ შარლ ნაპოლეონ მიურატს. ჯვრისწერა ტუირლის სასახლის კარის ეკლესიაში ნაპოლეონ III–ისა და დედოფალ ეჟენია მინტიხის თანდასწრებით აღსრულდა. ახალშეუღლებულ წყვილს საფრანგეთის იმპერატორმა პარიზში მონსოს ბაღის მახლობლად მდებარე პერეირასის სასახლე უყიდა. 1873 წელს ნაპოლეონ III–ის გარდაცვალების შემდეგ დადიან–მიურატის ოჯახი სამეგრელოში დასახლდა, სადაც მან სოფელ სალხინოსა და ჭკადუაშში დასვლეთ საქართველოს ერთ-ერთი პირველი მსხვილი რაციონალურ-კაპიტალური ტიპის სანიმუშო მეურნეობა მოაწყო. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას აქცევდა და სენაკის მაზრის დიდ ფართობებზე გაშენებულ ვენახებში ოჯალეშის ჯიშის საუკეთესო ყურძენი მოჰყავდა. წლების განმავლობაში მისი მეურნეობა თანდათან ფართოვდებოდა და სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში რამისა და დაფნის ვრცელ პლანტაციებსაც მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ მისი მეურნეობა ძირითადად დაქირავებულ მუშახელს ემყარებოდა და ვალდებულ გლეხთა შრომა ნაკლებად გამოიყენებოდა. 1895 წელს მეუღლის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, იგი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლორთქიფანიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 256-257.
  • ბენდიანიშვილი ა., კაპიტალისტური მეურნეობები საქართველოს სოფელში XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე, «მაცნე», 1968, №3
  • კალანდია გ., გაძარცული საგანძური, თბ., 2006
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ. 1970

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]