სალი რაიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალი რაიდი
დაბადების თარიღი 26 მაისი, 1951
ლოს-ანჯელესი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 23 ივლისი, 2012 (61 წლის)
კალიფორნია, აშშ
განათლება
პროფესია ფიზიკოსი, ასტრონავტი
მეუღლე(ები) სტივ ჰოული (იქ. 1982; დაშ. 1987)
პარტნიორ(ებ)ი ტამ ო’შონესი (1985-2012)

სალი კრისტენ რაიდი (ინგლ. Sally Kristen Ride; დ. 26 მაისი, 1951 — გ. 23 ივლისი, 2012) — ამერიკელი ასტრონავტი და ფიზიკოსი. დაიბადა ლოს ანჯელესში,1978 წელს შეუერთდა ნასას. 1983 წელს გახდა პირველი ამერიკელი, ხოლო მსოფლიოში მესამე ქალი კოსმოსში (ვალენტინა ტერეშკოვა—1963 და სვეტლანა სავიცკაია—1982). იგი რჩება ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელ ასტრონავტად, რომელმაც იმოგზაურა კოსმოსში — 32 წლის ასაკში.[1][2]

რაიდი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის ცენტრში, შემდეგ კი ფიზიკის პროფესორად კალიფორნიის უნივერსიტეტში — ძირითადად იკვლევდა არაწრფივ ოპტიკასა და თომსონის გაბნევას. იგი იყო კოსმოსური შატლების, ჩელენჯერისა და კოლუმბიას კატასტროფების საგამოძიებო კომისიის წევრი, ერთადერთი, ვინც ორივეში იღებდა მონაწილეობას.[3] რაიდი პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა 2012 წლის 23 ივლისს.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიდი დადიოდა Portola Junior High (ახლა Portola Middle School) და Birmingham High School-ში, მან სტიპენდიით დაამთავრა კერძო Westlake School for Girls ლოს ანჯელესში.[3] მეცნიერებით გატაცების გარდა, იგი წარმატებით თამაშობდა ჩოგბურთს ქვეყნის მასშტაბით. მან სწავლა დროებით შეაჩერა, რათა მოესინჯა საკუთარი ძალები პროფესიონალურ ჩოგბურთში.[4] რაიდი სამი სემესტრის განმავლობაში დადიოდა Swarthmore College-ში, University of California, Los Angeles უნივერსიტეტში ესწრებოდა ფიზიკის ლექციებს, მესამე კურსზე შევიდა სტენფორდის უნივერსიტეტში და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ინგლისურსა და ფიზიკაში. სტენფორდშივე მიენიჭა მაგისტრის ხარისხი 1975 წელს და დოქტორის ხარისხი 1978 წელს, ამავდროულად იკვლევდა რენტგენული გამოსხივებისა და ვარსკვლავთშორისი სივრცის ურთიერთქმედებას.[5] მისი კონკრეტული საკვლევი სფეროები იყო ასტროფიზიკა და ლაზერი თავისუფალ ელექტრონებზე.[6]

კარიერა ნასაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიდი 1978 წელს შეარჩიეს NASA Astronaut Group 8-ის ასტრონავტად — პირველი ჯგუფის, რომლის შემადგენლობაშიც იყო ქალი. მან სტენფორდის უნივერსიტეტის გაზეთში ნახა განცხადება, შეავსო და 8000 აპლიკანტიდან 35 ადამიანში მოხვდა.[7]

პირველ კოსმოსურ გაფრენამდე იგი მედიის ყურადღების ობიექტი გახდა გენდერის გამო. პრესკონფერენციაზე უსვამდნენ კითხვებს, მაგ.: „იმოქმედებს თუ არა ფრენა თქვენს რეპროდუქციაზე?“ ან „ტირით ხოლმე, როცა საქმე ცუდად მიდის?“, რაზეც მისი პასუხი იყო: „რიკს რატომ არავინ უსვამს მსგავს შეკითხვებს?“.[8][9]

სალი რაიდი პასუხობს შეკითხვებს White House Astronomy Night-ზე (2009)

პირადი ცხოვრება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიდი თავს იკავებდა თავისი პირადი ცხოვრების გამჟღავნებისგან. 1982 წელს იგი დაქორწინდა ნასას ასტრონავტ სტივ ჰოულიზე. განქორწინდნენ 1987-ში.[10]

მისი გარდაცვალების შემდეგ გამჟღავნდა, რომ ბოლო 27 წლის მანძილზე მისი პარტნიორი იყო ტამ ო’შონესი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სკოლის ემერიტა-პროფესორი და მისი ბავშვობის მეგობარი, რომელიც ჩოგბურთის თამაშისას გაიცნო.[11][12] ო’შონესი მეცნიერებაზე წერდა. იგი ასევე არის Sally Ride Science-ის თანადამფუძნებელი.[13][14] მათ ერთად დაწერეს ბავშვებისთვის ექვსი სამეცნიერო წიგნი, რომელთ დიდი მოწონება დაიმსახურა.[15]

რაიდი პანკრეასის კიბოს დიაგნოზის დასმიდან 17 თვეში გარდაიცვალა, 2012 წლის 23 ივლისს, 61 წლის ასაკში, კალიფორნიაში,[16][3][17][18][19] კრემაციის შემდეგ მისი ფერფლი მამის გვერდით გააბნიეს,[20] სანტა მონიკას ვუდლოუნის მემორიალურ სასაფლაოზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kennedy Space Center FAQ. NASA/Kennedy Space Center External Relations and Business Development Directorate. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 5, 2012. ციტირების თარიღი: თებერვალი 25, 2021.
  2. „10 fascinating things about Astronaut Sally Ride you must know“. news.biharprabha.com. May 26, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 26, 2015. ციტირების თარიღი: May 26, 2015.
  3. 3.0 3.1 3.2 Grady, Denise (July 23, 2012). „Obituary: American Woman Who Shattered Space Ceiling“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 26, 2012. ციტირების თარიღი: July 27, 2012.
  4. Who was Sally Ride?. Penguin Young Readers Group. 
  5. Biographical Data: Sally K. Ride, Ph.D. NASA (July 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 16, 2007. ციტირების თარიღი: May 11, 2015.
  6. Knapp, Alex (July 23, 2012). „Sally Ride, First American Woman In Space, Dead At 61“. Forbes. Business Source Elite.
  7. Dr. Sally Ride. NASA. ციტირების თარიღი: May 11, 2015
  8. A Ride in Space – NASA, Sally Ride. ციტირების თარიღი: December 5, 2013
  9. Honoring Sally: Tam O’Shaughnessy Aboard the R/V Sally Ride YouTube-ზე
  10. Garcia, Guy D.; Thigpen, David E. (June 8, 1987). „People: June 8, 1987“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 27, 2012. ციტირების თარიღი: July 27, 2012.
  11. „Sally Ride, First American Woman In Space, Revealed To Have Female Partner Of 27 Years“. The Huffington Post. July 23, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 27, 2012. ციტირების თარიღი: July 27, 2012.
  12. Giorgis, Cyndi; Johnson, Nancy J.. Talking with Sally Ride and Tam O'Shaughnessy. American Library Association. Sally Ride Science (March 1, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 16, 2013. ციტირების თარიღი: July 23, 2012.
  13. Grady, Denise (July 23, 2012). „Sally Ride, Trailblazing Astronaut, Dies at 61“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 27, 2012. ციტირების თარიღი: July 27, 2012.
  14. Tam O'Shaughnessy biography on the Sally Ride Science website. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 19, 2016. ციტირების თარიღი: December 11, 2016.
  15. Books. Sally Ride Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 16, 2013. ციტირების თარიღი: December 26, 2012. Mission: Planet Earth is two books, making the total five.
  16. Former Astronaut Sally Ride Dies in La Jolla | NBC 7 San Diego. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 29, 2016. ციტირების თარიღი: December 28, 2016.
  17. „Sally Ride, the first US woman in space, dies aged 61“. BBC News. July 23, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 24, 2012. ციტირების თარიღი: July 24, 2012.
  18. „Sally Ride, first American woman in space, dies“. CNN. July 24, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 24, 2012. ციტირების თარიღი: July 24, 2012.
  19. William Harwood. (July 23, 2012) Sally Ride, first American woman in space, dies at 61. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 24, 2012. ციტირების თარიღი: July 23, 2012.
  20. Barrier-Breaking Astronaut Interred at Santa Monica's Woodlawn Cemetery. Surfsantamonica.com. ციტირების თარიღი: December 5, 2013.