სალიქოკოს სამაროვანი
იერსახე
სალიქოკოს სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხახმატის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 300 მეტრზე, მდინარე გუდანისჭალის მარცხენა ტყიან ფერდობზე. თარიღდება შუა საუკუნეებით. 1973 წელს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჩაატარა მცირე გათხრები. აღმოჩნდა ერთი ქრისტიანული ქვისსამარხი, რომელშიც ჩონჩხი და ინვენტარი არ დადასტურდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რჩეულიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 356.