სალიეთის მარმარილოს საბადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სალიეთის მარმარილოს საბადო - მარმარილოს საბადო, რომელიც მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ სალიეთთან (ჭიათურის მუნიციპალიტეტი).

საბადო აგებულია შუალიასური გამარმარილოებული კირქვებით. პროექტული წყების სისქეა 150-180 მ. მარმარილო მოწითალო-რუხი, წითელი ან ვარდისფერია. უსწორწორმასწორო ფორმის რუხი ან თეთრი ლაქები ქმნიან ლამაზ დეკორატიულ ნახატს. სალიეთის მარმარილო ძვირფასი შესამოსი მასალაა. იყენებენ შენობების ინტერიერებში (თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ რუსთაველის მიწისქვეშა ვესტიბიული, მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგური ელექტროზავოდსკაია, სერპუხოვსკაია და სხვა). საბადო მუშავდება ღია წესით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]