სალაფნე კულტურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სალაფნე კულტურებიმცენარეები, რომლებიც მოჰყავთ ლაფნის ბოჭკოს მისაღებად. ერთ- და მრავალწლოვანი სახეობები, რომლებიც ლაფნის ბოჭკოს შეიცავენ ღეროსა (სართავი სელი, კანაფი, ჯუთი, რამი, შვია, ქენდირი და სხვა) და ფოთოლში (აგავა, ახალზელანდიური სელი, საფეიქრო ბანანი, დრაცენა და სხვა). სალაფნე კულტურების ბოჭკოსა და მისგან მიღბულ ნაწარმს იყენებენ სახალხო მეურნეობის მრავალ დარგში. ზეთი, რომელსაც თესლი შეიცავს, გამოსადეგია საკვებად და ტექნიკური მიზნებისათვის. ჩენჩოსაგან ამზადებენ სამშენებლო ფილებს, ქაღალდს, თერმოსაიზოლაციო მასალას, იყენებენ სათბობად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]